ლევან ნიკოლეიშვილი სანდრო გირგვლიანზე: არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია: მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
582 13 თებერვალი 2023, 09:37

დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა! იმ სანდრო გირგვლიანის, რომელიც სააკაშვილის სისტემამ მოკლა. არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღსანიშნავია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწვეტილება, სადაც წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება". ნიკოლეიშვილის განცხადებით, რეჟიმის შემქმნელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია, სინანულიც კი არ გამოუთქვამს აღნიშნულ საქმეზე.

„დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა! იმ სანდრო გირგვლიანის, რომელიც სააკაშვილის სისტემამ მოკლა. არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია. მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება გამოთქმული პროტესტის გამო დაარბიეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხზე დაიკიდეს... კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტრასბურგმა გირგვლიანის საქმეზე მისთვის უჩვეულო და იქამდე და იმის შემდეგ არგამოყენებული ვორდინგით შეაფასა სააკშვილის რეჟიმის სისასტიკე, დაწერა რა, რომ "ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება".
ამ რეჟიმის ავტორი დღეს ოროთახიან ლუქსში ზის და არათუ სინანული არ გამოუთქვამს, კვლავ თითს გვიქნევს და თავს საქართველოს შემქმნელს უწოდებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი