დავით ქართველიშვილი BBC-ის სტატიაზე: რატომ აქვეითებს BBC უკრაინული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის სულისკვეთებას, რატომაა გაჩუმებული ოფიციალური კიევის თბილისის ფილიალი, სადაა სექტანტების აღშფოთებული გოდება და თმის გლეჯვა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
717 13 თებერვალი 2023, 21:39
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც რუსულმა ძალებმა ბახმუტზე თავდასხმა გააძლიერეს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, რატომ დუმს უკრაინული ოფიციოზი? რატომაა გაჩუმებული ოფიციალური კიევის თბილისის ფილიალი? სადაა სექტანტების აღშფოთებული გოდება, კბილთა ღრჭენა და თმის გლეჯვა? 

 „რატომ წერს ამას ბრიტანული BBC - რა ამოძრავებს მას? რატომ არის ამოვარდნილი არაოფიციალურად მიღებული კონტექსტიდან, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი შედეგი: უკრაინის უპირობო გამარჯვება აგრესორ რუსეთზე? რატომ აქვეითებს BBC უკრაინული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის სულისკვეთებას? რატომ ჩაეწერა ეს ავტორიტეტული დასავლური გამოცემა იმ "რუსეთუმე" პანიკიორთა რიცხვში - რომელიც ამ ომის შედეგებზე "არაკანონიკურ" შეხედულებებს ავრცელებს? რატომ დუმს უკრაინული ოფიციოზი? რატომაა გაჩუმებული ოფიციალური კიევის თბილისის ფილიალი? სადაა სექტანტების აღშფოთებული გოდება, კბილთა ღრჭენა და თმის გლეჯვა? აბა ის რა იყო - ირაკლი კობახიძის მისამართით?! რა შეშფოთებული ფაღარათი დაემართა ერთბაშად ყველას - კიევიდან კახეთის გზატკეცილამდე? რა თქვა კობახიძემ? რომ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული საჯარისო ფორმირებების უმნიშვნელო წარმატებაზე უფრო სერიოზული გარღვევა აქვს აგრესორის სამხედრო მანქანას? იქნებ უბრალოდ იმიტომ თქვა, რომ BBC-ის კითხულობს დედანში? მაშინ, როდესაც უკრაინის მოქალაქე-ბელადი საბოლოოდ გადავიდა მშობლიურ უკრაინულ ენაზე და ხაბეს ვურჩევ - ეს უცხო ენა მაინც ისწავლოს, სააკაშვილთან კომუნიკაციის ხათრის გამო. ოღონდ ამ ენაზე BBC-ის მსგავსი შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა, რომ რუსი სჯობნის უკრაინელს - შეუძლებელი იქნება. და კიდევ ერთი თხოვნა - სააკაშვილისა და "ძმაო-ხაბეს" ურთიერთდიალოგი უკრაინულ ენაზე სადმე იუთუბზე თუ დაიდო - არ გამომაპაროთ...“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი