ვატო შაქარიშვილი: ქართველი ხალხი არ მიიღებს ფორმულას, სადაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
707 16 თებერვალი 2023, 09:26

გაუკუღმართებულია, იმ პოლიტიკოსის ან ორგანიზაციის მორალი, რომლისთვისაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიებელი! რომლისთვისაც სააკაშვილი თავისუფლებას იმსახურებს, ხოლო ივანიშვილი დასანქცირებას! ეს გაუკუღმართებული აზროვნება მიუთითებს მთლიანად ევრო-ბიუროკრატიის სრულ დეგრადაციაზე, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, დღევანდელი რეზოლუციით ევროკავშირმა ხელი ჰკრა საქართველოს!

მისივე თქმით, აქამდე სხვანაირად ვიცოდით, რომ დამნაშავის დაუსჯელობა და კანონის წინაშე უთანასწორობა აშორებდა ქვეყნებს ევროპულ ღირებულებებთან, დღეს შებრუნებულ აღქმას გვთავაზობენ, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირს აზიანებს, თორემ ამით საქართველოს არაფერი აკლდება!

„ქართველი ხალხი არ მიიღებს ფორმულას, სადაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიებელი!

ევროკავშირი თავად უარყოფს და შორდება იმ ღირებულებებს, რისთვისაც ის შეიძლება მიმზიდველი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის! მაშ, რა გვინდა ჩვენ იქ, რა დაგვრჩენია?!

დღევანდელი რეზოლუციით ევროკავშირმა რეალურად ხელი ჰკრა საქართველოს! ეს იყო ანტიქართული და ამავდროულად ანტიევროპული ქმედება, მისი შინაარსით თუ უფრო სწორად, უშინაარსობით

გაუკუღმართებულია, იმ პოლიტიკოსის ან ორგანიზაციის მორალი, რომლისთვისაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიებელი! რომლისთვისაც სააკაშვილი თავისუფლებას იმსახურებს, ხოლო ივანიშვილი დასანქცირებას! ეს გაუკუღმართებული აზროვნება მიუთითებს მთლიანად ევრო-ბიუროკრატიის სრულ დეგრადაციაზე.

აქამდე სხვანაირად ვიცოდით, რომ დამნაშავის დაუსჯელობა და კანონის წინაშე უთანასწორობა აშორებდა ქვეყნებს ევროპულ ღირებულებებთან, დღეს შებრუნებულ აღქმას გვთავაზობენ, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირს აზიანებს, თორემ ამით საქართველოს არაფერი აკლდება!

როგორც ჩანს, გამოაშკარავებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი კორუფციული სკანდალის შემდეგ, ევროპარლამენტარები ვაბანკზე წავიდნენ და მომავალში მათგან კიდევ უფრო მაღალი ხარისხის არაადეკვატურობას უნდა მოველოდეთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმ ფორმულას, სადაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიებელი, ქართველი ხალხი არ მიიღებს და ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას! მივისწრაფოდით ევროკავშირისკენ, მაგრამ მიახლოებასთან ერთად ქრება მირაჟი, იფანტება ოპტიკური ილუზია და ჩნდება რეალური სახე.

სააკაშვილს მხოლოდ სისხლიანი წარსული არ ამძიმებს, მისი თავისუფლება სისხლიან მომავალსაც მოასწავებს, ამიტომ ვკითხოთ საზოგადოებას, უნდა თუ არა დამნაშავის გათავისუფლების და ომის სანაცვლოდ მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?!”- წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი