ზაალ ანჯაფარიძე: თუ ხელისუფლება და სახელმწიფო ევროკავშირის რეზოლუციას დაყაბულდა, გამოდის, რომ სრულიად კანონიერად და სამართლიანად გასამართლებულმა და ციხემისჯილმა ტირანმა ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
603 16 თებერვალი 2023, 11:03
სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუციის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს, და აქა-იქ უკვე გაჩნდა აზრი, რომ იქნებ გავათავისუფლოთ და გავუშვათ ქვეყნიდან ტირანი, რადგანაც სასწორის მეორე პინაზე ხომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დევსო. მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, კატეგორიულად არ დავეთანხმები საკითხის ასე დაყენებას, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

 როგორც ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, სასწორის პინაზე, ამ შემთხვევაში, არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არამედ სახელმწიფოს და ერის ღირსება დევს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დათანხმება ნიშნავს, რომ სამართლიანად მსჯავრდებულმა პიროვნებამ ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს. 

 „სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუციის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს, და აქა-იქ უკვე გაჩნდა აზრი, რომ იქნებ გავათავისუფლოთ და გავუშვათ ქვეყნიდან ტირანი, რადგანაც სასწორის მეორე პინაზე ხომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დევსო. მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, კატეგორიულად არ დავეთანხმები საკითხის ასე დაყენებას. თუ სასწორის მეორე პინაზე რამე დევს ამ შემთხვევაში, ეს არა კანდიდატის სტატუსი, არამედ სახელმწიფოს და ერის ღირსებაა. ის მარადიული და ფუნდამენტალური ღირებულებაა და ყოველგვარ სტატუსებზე მაღლა დგას. უფრო მიწიერად და რეალისტურად რომ ვიმსჯელოთ, თუ ხელისუფლება და სახელმწიფო ევროკავშირის რეზოლუციას დაყაბულდა, გამოდის რომ სრულიად კანონიერად და სამართლიანად გასამართლებულმა და ციხემისჯილმა ტირანმა ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს. თუ რას ნიშნავს ეს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად შეაფასეთ. რაც მთავარია ეს აქტი არ არის სტატუსის მიღების გარანტი, შეიძლება პირიქითაც. დანაკარგი კი აუნაზღაურებელი - სახელმწიფოს ღირსების შელახვა, გამომდინარე შედეგებით. ჩინური სიბრძნე ამბობს, რომ დანებების ცდუნება განსაკუთრებით ძლიერი იქნება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე. მოგზაურობის დასაწყისში დათმობა სისუსტეა, შუა გზაზე დათმობა კი სისულელე,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი