სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1235 13 მარტი 2020, 14:37
საქართველოს-პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ.

როგორც ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს შეეხება 18 000-მდე კომპანიასა და 50 000-მდე დასაქმებულ პირს.

“მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და ისეთი კომპანებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსურ რესურსს”, - განაცხადა გახარიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი