ჩვენს მიზნად, პირველ რიგში ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვა უნდა გავიხადოთ! რაც შეეხება ჩვენს მომავალს, დიახ ევროპასთან წარმოგვიდგენია, ოღონდ ყველამ იცოდეს თანაბარი და თანასწორი უფლებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
514 22 თებერვალი 2023, 15:53

ზაზა შათირიშვილის ყოველი ახალი წერილი თუ განცხადება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამის მიზეზი კი მის მიერ ჩატარებული კვლევა და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი გახლავთ. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, როდესაც იმ სანუკვარი ევროპის მაგივრად სულ სხვა ევროპას ვხედავთ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით ხშირად კრიმინალისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულის გარეთ გამოშვებას „გვთხოვენ.“ თვით ევროკავშირის სტრუქტურებში კორუფციის უკვე ძალიან გახმაურებული ფაქტების ფონზე, ჩვენ სამართალს გვიწუნებენ.

„ზაზა შათირიშვილის ყოველი ახალი წერილი თუ განცხადება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამის მიზეზი კი მის მიერ ჩატარებული კვლევა და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი გახლავთ. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ხშირად, როდესაც იმ სანუკვარი ევროპის მაგივრად სულ სხვა ევროპას ვხედავთ. ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით ხშირად კრიმინალისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულის გარეთ გამოშვებას „გვთხოვენ.“ თვით ევროკავშირის სტრუქტურებში კორუფციის უკვე ძალიან გახმაურებული ფაქტების ფონზე, ჩვენ სამართალს გვიწუნებენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ხდება გაურკვეველი პოლიტიკური ამინდის შესაბამისად ისეთი მითითებების თავს მოხვევა, როცა სხვა ქვეყნებში თითქმის კატასტროფული მდგომარეობის და მიუხედავად თითქოს ვერაფერს ვერ ამჩნევენ, უფრო მეტიც სხვები ქებას იმსახურებენ ჩვენ კი კრიტიკას. ამით კი საზოგადოებაში ევროპისა და დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას უწყობენ ხელს, ნებსით თუ უნებლიეთ ეს სხვა საკითხია, არ გამოვრიცხავ რომ ამას სპეციალურადაც აკეთებდნენ. ასევე საყურადღებოა, რომ ყალბი ფასეულობების შემოსაღების მიზნით არც თუ ისე იშვიათად ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების გადახედვით ჩვენი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე გვაყენებენ. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ უცხოელ "ჭკუისდამრიგებლებს" არც ადგილობრივი ქართველთმოძულეები ჩამორჩებიან. მათთვის კი პირადი გამორჩენა და ფული, რა თქმა უნდა სამშობლოზე გაცილებით მეტია: უცხო ქვეყნის დროშებით მოფრიალეებს ნაკლები ან სულაც გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ ისტორიაზე, კულტურაზე და იდენტობაზე, ხოლო უცხოელის მიმართ სამართლიანი კრიტიკას კი საკუთარი მშობლის სიკვდილზე მეტად განიცდიან. სწორედ ეს განწყობები უქმნის შესაფერის გარემოს უცხოურ მტრის ძალებს ყალბი ფასეულობები შემოსასაღებლად. ჩვენს მიზნად ამ შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვა უნდა გავიხადოთ! რაც შეეხება ჩვენს მომავალს, დიახ ევროპასთან წარმოგვიდგენია, ოღონდ ყველამ იცოდეს თანაბარი და თანასწორ უფლებებით, ჩვენი იდენტობის არათუ შენარჩუნებით, არამედ გაძლიერებით.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი