MONEYVAL საქართველოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში მოუწოდებს: რისკების შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება იყოს გამჭვირვალე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
582 02 მარტი 2023, 13:45
ჯერ კიდევ 2020 წლის 2 ნოემბრის ანგარიშში MONEYVAL საქართველოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში მოუწოდებს - რისკების შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება იყოს გამჭვირვალე და ქვეყანამ გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა, -  ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საზოგადოების ნაწილი, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „რუსულს“ უარგუმენტოდ უწოდებს, მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ 2020 წელს მოუწოდა ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) მესამე სექტორის გამჭვირვალობის გაუმჯობესების კუთხით ნაბიჯების გადადგიმისკენ. მისი თქმით, ევროპელი აქტორების რეაქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გასაკვირი არ არის, ვინაიდან   ისინი მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტსაც იგნორირებას უკეთებენ და მას "პოლიტიკურ პატიმარს" უწოდებენ.

“1997 წელს, ევროპის საბჭოში შეიქმნა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (The Committee of Experts on the Evaluation of Anti-Money Laundering Measures and the Financing of Terrorism - MONEYVAL). ამ კომიტეტის წევრი საქართველო 1999 წელს გახდა.
ჯერ კიდევ 2020 წლის 2 ნოემბრის ანგარიშში MONEYVAL საქართველოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში მოუწოდებს - რისკების შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება იყოს გამჭვირვალე და ქვეყანამ გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა.
უარგუმენტო სუბიექტებისთვის "ხალხის ძალის" ინიციატივა მაინც "რუსულია", მაშინ როდესაც ორწლინახევრის წინ არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე მოგვიწოდეს სტრასბურგიდან.
არ მიკვირს იმ ევროპელი აქტორების გაუგონარი წიოკი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი კრიმინალ სააკაშვილზე დააიგნორეს და მას "პოლიტიკურ პატიმარს" უწოდებენ. თვალთმაქცობა და ფარისევლობა დღეს ძალიან ზენიტშია.” –  წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი