„ხალხის ძალამ“ ორი ინიციატივა შემოიტანა, ამას ეძახიან „რუსულ კანონს“, ტყუილია „რუსულიც“ და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც, სწორია ამერიკული და სწორია კანონის პროექტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
607 04 მარტი 2023, 14:46

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში სამ დოკუმენტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მათგან პირველი არის ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე, მეორე – ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე, ხოლო მესამე ამერიკაში მოქმედი კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსიაა.

„ეს ორი ინიციატივა შემოიტანა „ხალხის ძალამ“ კანონის პროექტების სახით. ამას ეძახიან „რუსულ კანონს“, სინამდვილეში, „რუსულიც“ ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც.

სწორია ამერიკული და სწორია კანონის პროექტები და მსგავს საკითხებზე, EPP-ის ინიციატივით, ინკლუზიური დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირშიც.

აი, ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოსწონთ „გავლენიანს“ რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად“, – წერს რატი იონათამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი