დავით ქართველიშვილი: თბილისში ჩამოყვანილი კიევის "მაიდანის" ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგი სვიატოსლავ ფედორჩუკი ამერიკული კანონის, FARA-ს მიხედვით, წარმოადგენს "უცხოური პრინციპალის აგენტს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
572 06 მარტი 2023, 13:07
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტის განხილვას ეხმიანება.

 ქართველიშვილს მაგალითისთვის მოჰყავს, 2014 წელს თბილისში კიევის "მაიდანის" ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგის, სვიატოსლავ ფედორჩუკის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შედიოდა ტრენინგების ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ვიცით, ვინ იყო დამფინანსებელი მხარე, რა ოდენობის თანხა დაუჯდა ორგანიზატორებს ამ ტრენინგების ჩატარება. 

 "არაა დაფარული ჩვენი საქმიანობა!!!" - ამ არგუმენტზე სატელევიზიო ფორმატში არაერთხელ მოყვანილ ამ მაგალითს კიდევ ერთხელ მოვიყვან. 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში თბილისში ჩამოიყვანეს კიევის "მაიდანის" ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგი სვიატოსლავ ფედორჩუკი. ჩამოვთვალოთ, რა ვიცით ამ ფაქტთან დაკავშირებით: მიმღები ქართული მხარე - არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" (ხელმძღვანელი - გელა ვასაძე), ანუ ამერიკული კანონ FARA-ს თანახმად ეს ორგანიზაცია წარმოადგენდა "უცხოურ პრინციპალს" სვიატოსლავ ფედორჩუკი - იმავე FARA-ს მიხედვით, წარმოადგენდა "უცხოური პრინციპალის აგენტს" ვიზიტის პროგრამაში შედიოდა ტრენინგების ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან თემაზე: "მაიდანი - მისი მოსამზადებელი და განმახორციელებელი ფაზები" რა არ ვიცით ამ ფაქტთან დაკავშირებით: ვინ იყო დამფინანსებელი მხარე (დონორი) რა ოდენობის თანხა დაუჯდა ორგანიზატორებს ამ ტრენინგების ჩატარება დაფინანსების ფორმა - ნაღდი ფული, გადარიცხვა, რომელი ბანკიდან ახლა ვუბრუნდები ოპოზიციის არგუმენტს: "ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა!" - რომელ საიტზე, რომელ რეესტრში შეიძლება შევიდე, რომ ამ ერთ კონკრეტულ მაგალითზე ყველა გაუცემელ კითხვას პასუხი გაეცეს?“- წერს დავით ქართველიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი