მაქვს ინფორმაცია, აქციებზე უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსულ მეომრებზე, რომლებიც პირადად თუ არა - მათი მეგობრების სახით გვპირდებოდნენ აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას და ჩვენს დენის ბოძებზე სათითაოდ ჩამოკიდებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
467 09 მარტი 2023, 22:31

მაქვს ინფორმაცია, კიევის მაიდანის მონაწილეების შესახებ რუსთაველის გამზირზე. მაქვს ხელთ დაწვრილებითი ინსტრუქცია აკერმანის სახელმძღვანელოდან მომიტინგეთა „საჭირო“ ეკიპირების თაობაზე, - წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არანაირი კანონპროექტი აღარ უღირს რომელიმე ახალ დატრიალებულ ტრაგედიას.

„უამრავი შეკითხვა მომდის დღის განმავლობაში. ახლა მოვიცალე და ერთიანად გიპასუხებთ. ვიცოდი წინასწარ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე? არა! მქონდა მსგავსი მოლოდინი? იმ ლუციფერისეული წინააღმდეგობის მასშტაბებიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა! ამ კანონპროექტის თემამ დაჩრდილა ყველაფერი - უკრაინის ომი, ბელადის სიცოცხლე. ესე იგი თემა, რომელსაც შევეხეთ - ამ პროცესებზე უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა. ადვილია ლუციფერის დაძლევა? არა. მაგრამ პირადად მე - ამ ბრძოლაზე მნიშვნელოვანი აღარაფერი დამრჩა ჩემს ცხოვრებაში. ომი არ წაგებულა - ბრძოლა დავთმეთ.

ვგრძნობ თუ არა პირად პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა! ვერ ავუხსენით მოსახლეობას, ახალგაზრდობას წესიერად - რას ვთავაზობდით საზოგადოებას და სად გადიოდა ზღვარი სიმართლესა და ცილისწამებას შორის. ვერ გავარღვიეთ ნაცების ხელში მყოფი აუდიტორიები და ნაცების მიერ დეზინფორმირებული სტუდენტების გულებში სიმართლის კანდელი ვერ დავანთეთ. მაგრამ ეს უკვე იმდენად სიღრმისეული პრობლემაა, რომელსაც სასწაული თუ გამოასწორებს, რომლის იმედიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თითქმის არა მაქვს.

სამაგიეროდ მაქვს ინფორმაცია, აქციებზე უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსულ მეომრებზე, რომლებმაც პირადად თუ არა - მათი მეგობრების სახით გვპირდებოდნენ აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას და ჩვენს დენის ბოძებზე სათითაოდ ჩამოკიდებას. მაქვს ინფორმაცია, კიევის მაიდანის მონაწილეების შესახებ რუსთაველის გამზირზე. მაქვს ხელთ დაწვრილებითი ინსტრუქცია აკერმანის სახელმძღვანელოდან მომიტინგეთა „საჭირო“ ეკიპირების თაობაზე.

მაქვს თვალი და ყური, რომელიც ხედავს „მოლოტოვის“ კოქტეილებს, აყირავებულ ცეცხლმოდებულ მანქანებს, პარლამენტის შტურმის მცდელობას და ხედავს ამ აქციის ეპიცენტრში პატარა გოგო/ბიჭებს - ჩემს უახლოეს ნათესავებს და ჩემს ჭკუაზე მყოფი მეგობრების, შეცდომაში შეყვანილ შვილებს. და არანაირი კანონპროექტი უკვე აღარ მიღირს რომელიმე ახალ დატრიალებულ ტრაგედიას, რამეთუ - ქორი-ტრუპი-მინდას“ მოლოდინი დასტრიალებდა იქაურობას. პატარა დავითმა დღეს შეიძლება ვერ სძლია გოლიათს, მაგრამ ის შურდული, რომლითაც საბოლოოდ მას აუცილებლად დაამარცხებს - ხელიდან არ გაუშვია.

სამი დღის წინ დავწერე იმ სახარებისეულ კონტრასტზე მოლოდინებს შორის - ბზობასა და გოლგოთას შუალედში დატრიალებულს, როდესაც „ოსანა“ ჩაანაცვლა „ჯვარს აცუ იგი“. მე ისედაც ჯვარცმული ვარ, იმედია კეთილი ავაზაკის ადგილას - ამიტომ ჩემ წილ პასუხისმგებლობაზე განუხორციელელ მოლოდინზე უკვე მოგახსენეთ. იყო ეს არჩევანი ცუდსა და უარეს შორის - ამას მომავალი გვიჩვენებს. იყო თუ არა ეს უთანასწორო ბრძოლა? ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე! მაქვს თუ არა საბოლოო გამარჯვების იმედი? ღმერთმა დამიფაროს უიმედობისაგან!”- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.ა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი