გამობრძანდეს სერგი კაპანაძე და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უთხრას, ვისგან იღებდა პარლამენტში შესავარდნად მწვანე შუქს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
511 10 მარტი 2023, 18:01

გამობრძანდეს სერგი კაპანაძე და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უთხრას, სად და რატომ აპირებდა ამ ხალხის შეგზავნა-შევარდნას? ნახევრად, რომ საქართველოში არ არის და ევროპისა და ამერიკის არც ერთ ქალაქი არ დარჩა, რომ არ იყოს ჩასული, რომლიდან ან ვისგან იღებდა პარლამენტში შესავარდნად მწვანე შუქს? - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ვიდეოს აქციიდან, სადაც გედევან ფოფხაძე ესაუბრება სერგი კაპანაძეს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კითხვები ბევრია, პასუხები კი პირველ რიგში, ალბათ იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა გაწირვის ხარჯზე აპირებდნენ „რევოლუციურ გამარჯვებას.

„დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ კანონი გაწვეულია, სიმშვიდე ისადგურებს, სავარაუდოდ მხარეები 12 პუნქტიან გეგმას მიუსხდებიან და ევროკავშირის კანდიდატობის მნიშვნელოვანი გზისთვის მოემზადებიან. ყოველ შემთხვევაში ეს ყველას გვინდა! ამასობაში ნელ-ნელა, ვნებათაღელვაც ცხრება, თუმცა, გარკვეული კითხვები მაინც ჩნდება-აქციაზე, რომლის ძირითად ბირთვს გულმხურვალე ახალგაზრდობა წარმოადგენდა, მაინც ყოფილან ისეთები, რომლებიც არეულობის და რევოლუციისთვის ემზადებოდნენ, მის აღსრულებაში კი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება სურდათ. ერთ ერთ ასეთ ჯგუფს სერგი კაპანაძე, გედეონ ფოფხაძე და ჩემთვის უცნობი ქალბატონი წარმოადგენენ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნათლად ისმის თუ რაზე საუბრობს ეს ჯგუფი: მაგალითად ქალბატონი ამბობს: ნიშნავს თუ არა ეგ მწვანეს, რომ შევარდე? ან შენ რომ შევარდები მერე კი გექნება მხარდაჭერა. სერგი კაპანაძე: ახლა რომ შევარდე, ამათ რომ დედა მოუ**ნა, არავინ არ დაგძრახავს და ასე შემდეგ სრული ტექსტის მოსმენა ვიდეოშია შესაძლებელი. ახლა, პირველი, ვინმემ არ მითხრას მწვრთნელი არ უშვებდათ და სტადიონზე აპირებდნენ ფეხბურთის სათამაშოდ შევარდნას, ან ეს ვიდეო ფეიკიაო. გასაგებია, რომ ძალადობრივად პარლამენტში შევარდნაზეა საუბარი, რომელსაც სამართალდამცავები იცავენ და ამ შევარდნის შედეგად, რა მსხვერპლი იქნებოდა ორივე მხრიდან კაცმა არ იცის! ამიტომ გამობრძანდეს სერგი კაპანაძე და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უთხრას, სად და რატომ აპირებდა ამ ხალხის შეგზავნა-შევარდნას? ნახევრად, რომ საქართველოში არ არის და ევროპისა და ამერიკის არც ერთ ქალაქი არ დარჩა, რომ არ იყოს ჩასული, რომლიდან ან ვისგან იღებდა პარლამენტში შესავარდნად მწვანე შუქს? თუ იმას გავიხსენებთ, რუსების სასარგებლოდ, როგორ ამბობდა ჩვენ კასეტური ჭურვებით ვბომბავდით ცხინვალსო, იქნებ ამ შემთხვევაშიც რუსების ორმაგ აგენტებთან ჰქონდა მწვანე შუქზე შეთანხმება? რაღა შორს წავიდეთ და არ თქვა სააკაშვილმა ჩემი საქართველოში შემოყვანაში რუსეთის აგენტების ხელი ურევიაო? მოკლედ კითხვები ბევრია, პასუხები კი პირველ რიგში, ალბათ იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა გაწირვის ხარჯზე აპირებდნენ „რევოლუციურ გამარჯვებას!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი