დავით გადელია: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის რაციონალური საგარეო პოლიტიკა, ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
542 10 მარტი 2023, 21:35
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაწონასწორებული, სრულიად რაციონალური საგარეო პოლიტიკა- ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით,“- ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს. 

 „ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების პროტესტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა რამდენიმე გარემოება: გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბატონ პრემიერს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის სახდეპის მრჩეველი და გუშინვე ჩანიშნული იყო კავკასიის რეგიონში მრჩევლის (ზუსტად არ მახსოვს თანამდებობა) შეხვედრა პრემიერთან.... როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკურია ხელისუფლებას, რომელიც -მეტი რომ არ ვთქვათ- ისეთ ანგარიშს უწევს აშშს, რომ 180° შეცვალა პოზიცია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ვუძახოთ პრორუსული? ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამას იძახიან და აზრიც არა აქვს მათთან კამათს- პარანოიალურად გამჯდარი ლოგოსტერეოტიპი აქვთ- ღარიბაშვილმა პანჩური რომ ამოარტყას რამე სამიტზე სერგეი ლავროვს (პუტინთან აბა პანჩურის ამორტყმის მანძილზე ვიღას უშვებენ- ძააან გრძელი ფეხი ჭირდება!), მაინც ამას იტყვის! რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაწონასწორებული, სრულიად რაციონალური საგარეო პოლიტიკა- ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით,“- წერს დავით გადელია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი