დავით ქართველიშვილი: თბილისში „მაიდანიზაციის“ პროცესების უკან ტექნიკურ ორგანიზატორად იდგა „ორიტრუპი“ მერაბიშვილი და ფინანსური „დირექტორი“ კეზერაშვილი, რაც „ორიტრუპის“ განცხადებებითაც დასტურდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
491 11 მარტი 2023, 11:25
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ალბათ შეიძლება ჩვენს შუალედურ დასკვნებს განვლილ მოვლენებზე კიდევ სამიოდე შტრიხი მივამატოთ:
თბილისში „მაიდანიზაციის“ პროცესების განვითარებას კრემლი აღიქვამდა „მეორე ფრონტის გახსნის“ წინაპირობად, რაც გაახმოვანეს კიდეც აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრისა და რუსეთის პროპაგანდის „რუხი კარდინალის“, მარგარიტა სიმონიანის პირით. ამ უკანასკნელის რეაგირება იყო ცალსახა: „დაგბომბავთ“ თბილისში „მაიდანიზაციის“ პროცესების უკან ტექნიკურ ორგანიზატორად იდგა „ორიტრუპი“ მერაბიშვილი და ფინანსური „დირექტორი“ კეზერაშვილი, რაც დასტურდება „ორიტრუპის“ განცხადებებით, მიცემული უკრაინელი პროპაგანდისტებისთვის ამ პროცესების კატალიზატორად ცალსახად გამოვიდნენ ის საერთაშორისო აქტორები, რომლებმაც შექმნეს და პროტესტის სლოგანად დაამტკიცეს აბსოლუტური ფეიკი და ცილისწამება - „რუსული კანონის“ სახით. ამ აქტორებს ჰქონდათ არაერთი შესაძლებლობა უბრალოდ ეთქვათ უპირობო სიმართლე - რომ „ხალხის ძალამ“ მათთვის მართალია მიუღებელი, მაგრამ ამერიკული (!) კანონი გამოიყენა. მაგრამ „მაიდანიზაციის“ მუხტს ეს აღიარება ჩაახშობდა, ამიტომ ვერშემდგარი რევოლუციის თანაავტორებს, თუ არა ორგანიზატორებს - ეს ძალები ყოველგვარი ეჭვის გარეშე წარმოადგენენ
„ხალხის ძალამ“ და ხელისუფლებამ - ვაშინგტონისა და ბრიუსელის, ასევე მოსკოვის განზრახვების ხორცშესხმას საშუალება არ მისცეს. შეიძლება ამ ორ პოლარულ მხარეს (დასავლეთსა და რუსეთს) განსხვავებული მიზნები ამოძრავებდათ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს იყო დამოკიდებული მეორე ფრონტის გახსნის თემასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლებასთან.
ეს რეალური და არა „ფეიკ“ მულტიიმპერიალისტური გეგმები „ხალხის ძალამ“ და ხელისუფლებამ ამ ეტაპზე (!) წარმატებულად ჩაშალა და ამაში ნამდვილად ვხედავ პატარა „დავითის“ ტაქტიკურ გამარჯვებას სამთავა „გოლიათზე“. ევროპას მოუწევს თავაწეულ და ღირსეულ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება. თუ მანამდე ის განთავისუფლდება ვაშინგტონის მანკიერი წნეხიდან - მით უკეთესი ევროპისთვის. ჩვენს საზოგადოებას კი მოუწევს ამ არშემდგარი კატასტროფის გაანალიზება, თუ რომელ მხარეს ეკუთვნის კრემლის, ვაშინგტონისა და ბრიუსელის სასარგებლო იდიოტების საპატიო წოდება. ჩვენი ბრძოლა კი საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობისთვის გრძელდება - ის სამთავა „გოლიათი“ ჯერ კიდევ დასამარცხებელია“, - წერს დავით დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი