დავით ქართველიშვილი: სავიკ შუსტერი ამბობს, რომ ნაცების გამარჯვება თბილისში იმიტომ გვჭირდება, რომ ოცნება ვერა და ვერ დავიყოლიეთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
645 11 მარტი 2023, 22:42
საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ" სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

 მისი თქმით, შუსტერის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ პროვოკაციების და რადიკალიზაციის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ძალისხმევას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, შუსტერი თავადვე აცხადებს, რომ სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. 

 „საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ“ სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის. ერთი დღის ინტერვალით - შუსტერი იძახის, რომ ნაცების გამარჯვება თბილისში იმიტომ გვჭირდება, რომ ოცნება ვერა და ვერ დავიყოლიეთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლაზე, ხოლო სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ეს კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. სიმონიანი კი ბრძანებს, რომ ნაცების გამარჯვების შემთხვევაში, საფრთხეს ხედავს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით და ყოველგვარი ფართომასშტაბიანი ომის გარეშე, თბილისი და საქართველო უბრალოდ დაიბომბება, ვინაიდან არანაირი „ძმური“ დამოკიდებულება ქართველებთან მათ არ ამოძრავებთ და თბილისს, თუნდაც „კიევო-პეჩორას ლავრაც“ კი არ გააჩნია, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი დაინდონ. ამ სამი ვერაგი მოცემულობის (ნაცების, კიევისა და მოსკოვის) გარემოცვაში, რომლებსაც ჩვენთან დაკავშირებით ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ, ხელისუფლების ძალისხმევას არ ავყვეთ პროვოკაციებს, თავიდან ავიცილოთ ვითარების რადიკალიზაცია - ალტერნატივა არ გააჩნია“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი