ზურაბ ქადაგიძე: ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა, რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო, ახლა კი უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
652 11 მარტი 2023, 22:53
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე  ჟურნალისტ სავიკ შუსტერის განცხადებას ეხმიანება, როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა, რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო. 

ახლა კი ეს უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. მისი თქმით, ახლა მიდის დატესტვა, აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული "მაიდანის" ჩავარდნის შემდეგ, იქნებ აიყოლიონ ქართული საზოგადოება. 

 „ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა,რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო. ახლა კი ეს უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. რა გეგმაც ჰქონდა ჩაფიქრებული გლობალური ომის პარტიას და მის უკრაინულ ფილიალს, კვლავ თავიდან „ამოიქოქა“. არავის გეგონოთ არახამიას გუშინდელი გამოჩენა,ქართული პოლიტიკის კონტექსტში და დღეს ეს ჟურნალისტი ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, დამთხვევა და მათი უბრალო მოსაზრებაა... არა, ახლა მიდის დატესტვა, აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული "მაიდანის" ჩავარდნის შემდეგ, იქნებ აიყოლიონ ქართული საზოგადოება,“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი