დღეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი საქართველოს მოსახლეობას - ან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გეგმის განხორციელება ან ,,ქართული ოცნების" პოლიტიკის მხარდაჭერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
659 12 მარტი 2023, 14:54

,,ორი გვამი მჭირდება“ ვანომ მიზანს 7-8 მარტის აქციებით ვერ მიღწია, თუმცა ნათლად გამოჩნდა სისხლიანი სისტემის შემოქმედის და შემსრულებლის მიზანი: თბილისის სისხლიანი მაიდანი,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, დღეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი საქართველოს მოსახლეობას: ან საქართველოს განადგურება და 30 წლით უკან დაბრუნება ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და წინსვლა! არჩევანი თქვენზეა!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

,,ორი გვამი მჭირდება" ვანომ მიზანს 7-8 მარტის აქციებით ვერ მიღწია, მიზანს მიაღწია ახალგაზრდობამ რომელსაც მოუსმინა ხელისუფლებამ და კანონპროექტი გაიწვია. თუმცა ნათლად გამოჩნდა სისხლიანი სისტემის შემოქმედის და შემსრულებლის მიზანი: თბილისის სისხლიანი მაიდანი, რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა, მეორე ფრონტი და ომი რუსეთთან, საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა და სახელმწიფოს განვითარების შეფერხება, ზუსტად ის რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს! 2012 წლის მერე, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად ფაშისტური რეჟიმი ხალხთან ერთად მოვიშორეთ, უკვე მე-11 წელია უზრუნველვყოფთ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, ბოლო 1 წელია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, ამის გარეშე ხომ შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება. დღეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი საქართველოს მოსახლეობას: ან კეზერაშვილის და მერაბიშვილის გეგმის განხორციელება ან ,,ქართული ოცნების" პოლიტიკის მხარდაჭერა, ან ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია ან სტაბილურობა, ან მეორე ფრონტი და ომი ან მშვიდობა, ან საქართველოს განადგურება და 30 წლით უკან (სამოქალაქო ომი, უშუქობა, უგაზობა, ეკონიმიკური კოლაფსი შიმშილი) დაბრუნება ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და წინსვლა! არჩევანი თქვენზეა!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი