გია გაბრიჭიძე: ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რეიგანი ამბობდა „თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა“, დღეს ცდილობს მეტასტაზივით მოედოს საქართველოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
492 14 მარტი 2023, 12:39

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგს ეხმიანება. როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს მათ ხელთ არსებული იარაღს - „კრიტიკულ მედიას“ და იმ საზიზღარ პიარ-კამპანიას, რაც რბილად რომ ვთქვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, ხალხის მოტყუებისკენ არის მიმართული.

მისი თქმით, პიარ-თაღლითობა რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება.

„ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რეიგანი ამბობდა "თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა", დღეს ცდილობს მეტასტაზივით მოედოს საქართველოს.
ირაკლი კობახიძე - ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები.
ცხადია ისინი ვერ მართავენ "გრძელი დანების ღამეს", ვერ აწყობენ ნიურნბერგულ, მასშტაბურ ყრილობებს, შავ ფორმებში გამოწყობილნი ვერ მარშირებენ, მაგრამ მაქსიმალურად იყენებენ მათ ხელთ არსებულ შეიარაღებას - "კრიტიკულ მედიას" და იმ საზიზღარ პიარ-კამპანიას, რაც რბილად რომ ვთქვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, ხალხის მოტყუებისკენ არის მიმართული.
ირაკლი კობახიძე - ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად.
ეს იყო ერთგვარი "საუკუნის პიარ-თაღლითობა".
დიახ, სწორედაც პიარ-თაღლითობა რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება.“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი