ვატო შაქარიშვილი: გასაგები ხდება, საიდან გენერირდება არჩევნებში ნაცმოძრაობის თითქმის 30 პროცენტიანი მხარდაჭერა - აი იმ ხალხისგან, ვინც მზად არის სკოლის მოსწავლეს, საკლასო ოთახში მამის ფოტო დაახვედროს წარწერით - “მოღალატე”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
474 17 მარტი 2023, 14:01
 ევროპაში მივიჩქარით - ბავშვების ბულინგით, ლექტორების დევნით და წიგნების დაწვით. ფურუნკული გასკდა და ჩირქი უწყვეტად მოედინება… უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ძალიან მოკლე დროში, ერთბაშად გამოააშკარავა უამრავი მიმართულებით არსებული, ღრმად ფესვგადგმული პრობლემა - წერს მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, ხალხი, რომელიც სიებს აქვეყნებს, რომელი დეპუტატის შვილი, რომელ ქვეყანაში დაიბადა, ითხოვს სხვის ოჯახებში მივარდნას და დაწიოკებას, იმ ხალხის ვინც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვას და მათთვის გამარჯობის თქმის აკრძალვას ითხოვს, ეს ხალხია ნაცმოძრაობის იდეოლოგიური საყრდენი, ამ ნაწილმა შვა ის კასტილიანი კაცი, რომელიც სწორედ მათი სახელით და მათ მაგივრად აუპატიურებდა მაგიდაზე მიბმულ კაცებს.

„ევროპაში მივიჩქარით - ბავშვების ბულინგით, ლექტორების დევნით და წიგნების დაწვით
ფურუნკული გასკდა და ჩირქი უწყვეტად მოედინება… უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ძალიან მოკლე დროში, ერთბაშად გამოააშკარავა უამრავი მიმართულებით არსებული, ღრმად ფესვგადგმული პრობლემა. ჩვენს თვალწინ ყალიბდება ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ჩინეთის კულტურული რევოლუციის ქართული ჰიბრიდი.

გასაგები ხდება, საიდან გენერირდება არჩევნებში ნაცმოძრაობის თითქმის 30 პროცენტიანი მხარდაჭერა - აი იმ ხალხისგან, ვინც მზად არის სკოლის მოსწავლეს, საკლასო ოთახში მამის ფოტო დაახვედროს წარწერით - „მოღალატე“; იმ ხალხისგან, ვინც სიებს აქვეყნებს - რომელი დეპუტატის შვილი, რომელ ქვეყანაში დაიბადა; იმ ხალხისგან, ვინც დუჟმორეული ითხოვს სხვის ოჯახებში მივარდნას და დაწიოკებას; იმ ხალხისგან, ვინც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვას და მათთვის გამარჯობის თქმის აკრძალვას ითხოვს! ეს ხალხია „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიური საყრდენი, ამ ნაწილმა შვა ის კასტილიანი კაცი, რომელიც სწორედ მათი სახელით და მათ მაგივრად აუპატიურებდა მაგიდაზე მიბმულ კაცებს!

9 წლის განმავლობაში მათ სასურველი ხელისუფლება ეგულებოდათ, რომელიც წარმოუდგენელი სისასტიკით ახშობდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს. დღეს, როდესაც სხვა ვეღარ აკეთებს ამას მათ მაგივრად, თვითონ გამოვიდნენ სააშკარაოზე და თვითონ დაიწყეს მოქმედება. მათ სჭირდებოდათ „დიადი მიზანი“, როგორც ყველა სხვა ეპოქაში - ბოლშევიზმის, ფაშიზმის თუ ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს, ეს ყველაფერი კეთდებოდა პროგრესის სახელით და ხელოვნურად შექმნილი „დიადი მიზნისათვის“. ქართულ ჰიბრიდულ ვერსიაშიც ასეა, ისინი მოქმედებენ პროგრესის სახელით, დიადი მიზანი კი - ევროკავშირია!

მათ ზურგს უმაგრებს უდიდესი ფინანსური რესურსები და ამ ფულით დაფინანსებული პროპაგანდისტული საშუალებები, რომლითაც ისინი მტრად და მოღალატედ აცხადებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მათი აზრით არ დგას “ჭეშმარიტი დიადი მიზნისკენ” სავალ გზაზე! ამ ფულით დაანგრიეს განათლების სისტემა და ინდოქტრინაციის მეშვეობით გამოზარდეს ახალი, თანამედროვე „ხუნვეიბინები“, რომლებსაც მიუქსევენ ლექტორებს, მასწავლებლებს, თანატოლებს და მეტიც - წააქეზებენ მშობლების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ახალი თაობის ის ნაწილი, რონელმაც მათ ხელში გაიარა, ისე დააპროგრამეს, რომ ნებისმიერ მიწოდებულ ამბავს დააჯერებენ და ერთი ცენტრიდან მართავენ როცა დასჭირდებათ.

ტრაგიკულია, რომ ამ იდეოლოგიის ხმალამოღებული ჯარისკაცები არიან უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, საჯარო თანამდებობებზე, მედიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ჩვენი გადახდილი გადასახადებით მოყოჩაღებულები, ჩვენ გვიპირებენ საზოგადოებიდან გარიყვას. ეს არც დემოკრატიაა, არც თავისუფლება, ეს არის უსამართლობა და თუ ძირეულად არ შეიცვლება, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - წერს შაქარიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი