სტუდენტი სალომე ასათიანი ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე: შუა ლექციის დროს ერთ-ერთი ადამიანი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა - მივაბრძანეთ აუდიტორიიდან და ლექციაც მშვიდად გაგრძელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
623 18 მარტი 2023, 13:39

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ასათიანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლექციაზე მისული რამდენიმე ადამიანი ვერავინ იცნო, თუმცა, სტუდენტებისთვის ნათელი იყო, რომ ისინი პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები. როგორც სალომე ასათიანი აღნიშნავს, შეურაცხმყოფელი ქცევის შემდეგ, სტუდენტებმა პროვოკატორები ლექციიდან გააძევეს.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პროვოკაციის მოსაწყობად მისულ აქტივისტებს თან „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ახლდა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე, ლექციაზე მყოფ აღნიშნულ პირებს, დავალებებს ტელეფონით აძლევდა.

„დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები. შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა. ადგილზე პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად მთავარი არხის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ შემთხვევით როგორც ჩანს და ყველაზე საინტერესო. როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გიორგი მუმლაძე, ნაცების კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს.
ან რას უხდიან, ან რას ჰპირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ“, - წერს სალომე ასათიანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი