ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ მედიას: დაინახეთ რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
575 20 მარტი 2023, 15:15
ერთგვარი დალოცვის ფორმა შეიძინა სიტყვებმა, - "გაძლება მოგცეს ღმერთმა"! ახლობლები, ნაცნობები, უცხო ადამიანები ამ სიტყვებს ხშირად მეუბნებიან., წერს დეკანოზუ ანდრია ჯაღმაიძე.

"არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?! უფლის წყალობით, მე ვუძლებ; აი, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა! მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას და ასევე ვისურვო, რომ ჩვენი საზოგადოება  მეტად დაუფიქრდეს მის ნათქვამს, რომ სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს! 

ახლა კონკრეტულს არაფერს შევახსენებ ტელევიზიებს, რომლებსაც არაერთხელ ანალოგიური რამ გაუკეთებიათ, და მათ შორის ჩემს მიმართაც, ინტერნეტსივრცე კი, ისეთი რეალობაა, რომ, თუ იქ ერთხელ რამე მოხვდა, მუდმივად რჩება და მუდმივად შეგვახსენებს ამას.

ამ ტელევიზიების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: კარგია, დათო ტურაშვილს რომ ექომაგებით, მართლაც დაინახეთ რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით? ან შენდობას ითხოვთ უკვე ჩადენილზე? ან ამ პოსტს მშვიდად და გაცნობიერებულად მიიღებთ?" - წერს დეკანოზი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი