ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებობს - ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
599 20 მარტი 2023, 17:31

ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებობს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს ოპოზიციური სამეული პირდაპირ ეწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას, რათა შემდეგ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ.

„ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებობს. ცხადია, მათი ელექტორალური ბაზა ნულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირდაპირ ეწევიან აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს ბანდიტური დაჯგუფება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, რასაც შემდეგ რევოლუციურ გეგმებში დააკონვერტირებენ. ნუ, ეცდებიან აუცილებლად. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ რადიკალებს ახლა ერთი ამოცანა აქვთ - ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით როგორმე ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეაფერხონ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი