ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
513 20 მარტი 2023, 22:10
ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

„Hypocritical  For the EPP NGOs should be subject of stricter transparency regulations in the EP. For  the same legislation is "Russian".
ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! და ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?!

ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ გამოდიან მოწოდებით, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

არ დავიღლები გამეორებით - საქართველოში აგრესორი რუსეთის ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მანქანაა დასავლური ფლიდობა!

ევროკავშირის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადება გადავაკეთე, რომლითაც ის ამუნათებდა "ხალხის ძალის" კანონპროექტს" და ჩავანაცვლე EPP-ით: "შემაშფოთებელია EPP-ის მიერ (ევრო)პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი