თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
574 20 მარტი 2023, 22:31

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, EPP-ის ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ მკაფიო სტანდარტებსა და გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს და ამით ფიქრობენ იმ უნდობლობის მასშტაბური კრიზისის აღმოფხვრას რაც ევროპარლამენტს დღეს აქვს.

„რა შეიცვალა მეგობრებო?! EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს და საკუთარი Tweeter- ები წარმოდგენილი კანონპროექტების დაგმობით ააჭრელეს, დღეს მოწოდებით გამოდიან რათა აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას.

ინიციატივის დროულობისა და საჭიროების ხაზგასასმელად ე.წ. Qatargate-ის საქმე მოჰყავთ (კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში როცა ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და მათმა რამდენიმე სოციალისტმა კოლეგამ სისტემა ბოროტად გამოიყენეს). ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრები, მხარს უჭერენ მკაფიო სტანდარტებსა და გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს და ამით ფიქრობენ იმ უნდობლობის მასშტაბური კრიზისის აღმოფხვრას რაც ევროპარლამენტს დღეს აქვს. რა შეიცვალა მეგობრებო?! ქართული სახელმწიფოსთვის წარმოდგენილი კანონპროექტი რუსული იყო და ამადვე დარჩა და თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რათა თქვენდამი არსებული უნდობლობის ხარისხი როგორმე „გამოისყიდოთ"?! ორმაგი სტანდარტი რომელსაც თქვენ იჩენთ აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, ევროპარლამენტის იმიჯს და საფუძვლიანად ცვლის ჩვენს თქვენზე წარმოდგენას. დაფიქრდით ამაზე...“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი