დავით ქართველიშვილი: მოლდოვა მიისწრაფის ევროპულ ოჯახში, თუნდაც საკუთარ სახელმწიფო ენაზე უარის თქმის ხარჯზე, მაგრამ ანახლებს რუსეთის „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის მიღებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
548 21 მარტი 2023, 15:31
მოლდოვაზე არაერთხელ დავწერეთ და მისი „უნიკალური“ გეოპოლიტიკური ადგილი აღვნიშნეთ: СНГ-ს მოქმედი წევრი, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო არა პოლიტიკური ან ეკონომიკური რეფორმების, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „პრაიდის“ ჩატარების ხარჯზე, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მოლდოვა „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღებას განაახლებს. 
ქართველიშვილის განცხადებით, მოლდოვა „ორ სკამზე ჯდომის“ კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. მისივე თქმით, მოლდოვის პრეზიდენტი დემოკრატიის გაკვეთილებს უტარებს საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის პირობებზე წუხს მაშინ, როდესაც საკუთარი წინამორბედი ოჯახის წევრებთან ერთად უმძიმესი მუხლებით ჰყავს დაპატიმრებული არა კომფორტულ კლინიკაში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 
„მოლდოვაზე არაერთხელ დავწერეთ და მისი „უნიკალური“ გეოპოლიტიკური ადგილი აღვნიშნეთ: СНГ-ს მოქმედი წევრი, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო არა პოლიტიკური ან ეკონომიკური რეფორმების, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „პრაიდის“ ჩატარების ხარჯზე. მოლდოვა - რომელსაც კონსტიტუციურად აქვს დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი, მაგრამ მისი პრეზიდენტი ჩრდილო-ატლანტიკურო კურსის მომხრეა. მოლდოვა - რომელიც მიისწრაფის ევროპულ ოჯახში, თუნდაც საკუთარ სახელმწიფო ენაზე უარის თქმის ხარჯზე, მაგრამ ანახლებს რუსეთის „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის მიღებას. მოლდოვა - რომელიც თავის ერთ-ერთ ავტონომიაში, გაგაუზიაში, ებრძვის რუსულ სკოლებს და რუსულ ენას, მაგრამ ამავდროულად, ეშინია ამ ტერიტორიული წარმონაქმნის „ყირიმიზაციის“. მოლდოვა - რომლის პრეზიდენტი პერიოდულად დემოკრატიის გაკვეთილებს უტარებს საქართველოს, წუხს პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მაგრამ საკუთარი წინამორბედი თავის ოჯახის წევრებთან ერთად უმძიმესი მუხლებით ჰყავს ჩაკეტილი არა კომფორტულ კლინიკაში, არამედ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ჯოჯოხეთურ ციხეში (Amnesty International, 2022).  მოლდოვა - რომელიც წუხს საქართველოში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიის მდგომარეობაზე, თუმცა დევნის საკუთარ ოპოზიციურ ძალებს და მზადაა მათი ლიდერების დაპატიმრებისათვის. მოკლედ „ორ სკამზე ჯდომის“ კლასიკური მაგალითი-მოლდოვა, ხვალიდან რუსული გაზის მიღებას განაახლებს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი