ზურაბ ქადაგიძე: ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა, ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
588 22 მარტი 2023, 23:54
ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის  კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონპროექტის შინაარსში არავინ უნდა შესულიყვნენ, - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცადა. 

მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება თუ რა მოიტანა ამ კანონპროექტმა, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ სხვა ზრახვებს ატარებენ. 

„შავით თეთრზე ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, როდესაც ჯერ კიდევ კანონპროექტის ინიცირებამდე პროცესის გაშავების მცდელობა დაიწყო. საბოლოოდ კი, ვნახეთ, კანონპროექტის წინააღმდეგ რა მასშტაბის წინააღმდეგობა წამოვიდა. 

არ უნდა დაგვავიწყდეს კანონპროექტის მიზანი რა იყო  - ის გარკვეული რისკები [დაეზღვია] და საზოგადოება უცხოეთიდან მომდინარე საშიშროებებისგან დაეცვა. ვნახეთ, რომ ამ კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები საუბრობენ ზოგადად კანონშემოქმედებაზე, იურისპრუდენციაზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონის  შინაარსში არ უნდა შესულიყვნენ. ამ ყველაფერმა კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, როცა სესიაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი - ყველამ ერთ ხმაში ფეიკკამპანიის ჩატარება დაიწყო. ოპონენტების განცხადებები ყოველგვარ ლოგიკის ჩარჩოს სცდებოდა. 

რაც დრო გავა, უფრო მეტად დავინახავთ,  ამ კანონპროექტმა თუ რა მოიტანა. პირველ რიგში ის, რომ დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ, რეალური ზრახვები რა არის“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი