დავით ქართველიშვილი ტარიელ ნაკაიძეზე: ეს ზნედაცემული არსება ცდილობს, საკუთარ არარაობასთან კონფლიქტი კონფესიულ ნიადაგზე გადმოიტანოს, რაც მისი განსულიერებული არსის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
684 23 მარტი 2023, 12:06
გუშინ, ღებინების რეფლექსის მიუხედავად, თავს ძალა დავატანე და უნამუსობის აპოგეას ვუყურე „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“, სადაც ტარიელ ნაკაიძეს მიუძღვნეს სამარცხვინო სიუჟეტები. სოზარ სუბარს, მიშა ყაველაშვილს, ვიქტორ ჯაფარიძეს - ეს პან-თურქი და სულით ანტიქართველი „მოღალატეებს“ რომ უწოდებს და რაღაც „რუსულ კანონზე“ რომ აპელირებს, ამაზე დიდი სიურეალიზმი და კოგნიტური დისონანსი დუნიაზე არ არსებობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც ის აღნიშნავს, ნაკაიძემ და ცეცხლაძემ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში ჰყოლოდათ საქართველოს ოფიციალური სამუფტო სამმართველოს საქმიანობა.

„ეს ზნედაცემული არსება გუშინ ცდილობდა საკუთარ არარაობასთან კონფლიქტი კონფესიულ ნიადაგზე გადმოეტანა, რაც მისი განსულიერებული არსის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია. მან და აჭარის ყოფილმა მუფტიმ ქემალ ცეცხლაძემ, თურქეთის რელიგიური წრეების დახმარებით, ალტერნატიული სამუფტო - „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში ჰყოლოდათ საქართველოს ოფიციალური სამუფტო სამმართველოს საქმიანობა, თავისი ღირსეული და პატრიოტი წარმომადგენლებით.

ნეტავ იმის იოტისოდენა რწმენა გააჩნდეს ამ სულით არაქართველს, რომელიც საქართველოს მიმართ სელიმ ხიმშიაშვილს გააჩნდა ან ჩვენს ასობით ათასობით მუსლიმ აჭარელ თუ აზერბაიჯანელ ძმებს გააჩნიათ. ნიშანდობლივია ის საპარლამენტო „ნაგვის კონტეინერიც“, რომელმაც ეს ვერშემდგარი „ევროსაქი“ ბოკერიას მიმართ ღალატის შემდეგ თავისი კუთვნილი და დამსახურებული ადგილი მიუჩინა - ჭიჭე ვაშაძის აყროლებული ნაგავსაყრელი, რომელიც იმდენად ყარს, რომ მათგან სასესიო დარბაზში მართლაც სოლიდური დისტანცია უნდა დაიკავო“, - წერს დავით ქართველიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი