თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძეზე: ერთი ხმა, სიტყვა, სადმე ნათქვამი გახსოვთ, გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან თქმული? არადა, როგორ გვჭირდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
565 24 მარტი 2023, 14:33
გუშინ ხატია დეკანოიძემ რომ ისაუბრა "მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო" ჰოდა მერაბიშვილის მინისტრის მოადგილე ხომ იყო ხატია მაშინ ,პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი, არა ვერ გავატარებდი ახალა ამას, მე  დანაშაულიც მახსოვს და აქტიური  ყველა მონაწილე ამ სისტემის, ერთი სიტყვა მაინც ხომ უნდა გეთქვა მაშინ ამ სისტემურ დანაშაულზე?? ან გირგვლიანის საქმეზე?? ეს რა არის და რა ჰქვია ამ საქციელს? - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც  თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ხატია დეკანოიძის მიერ მერაბიშვილის დროს მომხდარ სისტემურ დანაშაულებზე საუბარმა მასში გაოცება და ღიმილი გამოიწვია. მისივე თქმით, დეკანოიძის მსგავსად მოქმედი პოლიტიკოსები საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენას უწყობენ ხელს, ვინაიდან მას, თანამდებობაზე ყოფნის დროს არაფერი უთქვამს წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, ახლა კი, ცდილობს ყველაფერი სხვას გადააბრალოს. 

„მე , როგორც ყოფილი ხელისუფლების დროს ოპოზიციაში მყოფი ჩემთვის ვიხსენებდი იმ პერიოდს, გუშინ ხატია დეკანოიძემ , რომ ისაუბრა " მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო" ჰოდა მერაბიშვილის მინისტრის მოადგილე ხომ იყო ხატია მაშინ ,პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი, არა ვერ გავატარებდი ახალა ამას, მე  დანაშაულიც მახსოვს და აქტიური  ყველა მონაწილე ამ სისტემის, ერთი სიტყვა მაინც ხომ უნდა გეთქვა მაშინ ამ სისტემურ დანაშაულზე?? ან გირგვლიანის საქმეზე?? ეს რა არის და რა ჰქვია ამ საქციელს? თუ ინანიებს კი ბატონო რაზეა საუბარი, მაგრამ  ბრალი დასდო მაშინდელ შენს მინისტრს, მე "მაშინებენ"  და მაძრწუნებენ ამ ტიპის  პოლიტიკოსები ასეთი უტიფრობით და გულმავიწყობით. მე ვინმეს წასვლა და "გადაადგილება"ნაკლებად მაინტერესებს ( სხვის პარტიაში კი არა, ჩვენს  პარტიაში მაქვს  სრული თავისუფლება) უბრალოდ  ხატია დეკანოიძემ  მერაბიშვილზე მოსაუბრემ, გაოცება და "ღიმილი" მომგვარა და ცოტა  დავფიქრდი......მერე უკვირს მავანს, ნეტავ საიდან ჩნდება  ნიჰილიზმი  პოლიტიკოსების მიმართ ,კიდევ რომ უკვირს "ზოგიერთს". 
შენს გაძლებას გაუმარჯოს ჩემო საქართველოვ,  ცოტა მეც  "ქე" მინდა ეგ "გაძლება" ვუსურვო ჩემს თავს .
წავალ ახლა ერთ ჭიქა ყავას დავლევ , ირმას მოვუსმენ და ვიფიქრებ ჩემს სამეგობროზე , მადლობა ღმერთს, რომ არიან ამ ქვეყნად და  არ მგონია მაგრამ ღმერთი თუ გამიწყრა და "ამნაირი" თუ დამემართა ,  მაჯაზე  ხელს რომ მომკიდებენ  და მეტყვიან და შემახსენებენ : "ჰეი ჰეიიი , სიცოცხლე  ამ  სიბინძურედ არ ღირს". 
და მაინც-  მონანიება შენანიება  სხვაა , მხოლოდ სხვა დაადანაშაულო სხვა.....
ახლა ვფიქრობ ერთი ხმა , სიტყვა, სადმე ნათქვამი გახსოვთ გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან  თქმული??? არადა, როგორ გვჭირდებოდა და ყველასთვის, რა სასარგებლო -როგორი სასარგებლო იქნებოდა მაშინ  -იმ წლებში ,თუნდაც ერთი დემოკრატიული სიტყვა მაღალი თანამდებობის პირიდან თქმული ანუ ხატია დეკანოიძისგან.......მაგრამ მაშინ არა და სამაგიეროდ ახლა მოისმინეთ, როცა სააკაშვილი ციხეშია და პრაქტიკულად კვდება , მერაბიშვილი იჯდა, ხოლო აი ხატია დეკანოიძემ ლელო უნდა გაიტანოს ოღონდ  თუ "გაატანინეს" “ლელო”, ასე იოლი არ არის კარში ლელოს გატანა , ჯერ უნდა მიგიშვან რომ გაიტანო ძვირფასო...
ეჰ.....წავედი, თორემ ყავა გამიცივდა“ - წერს თაკო ჩარკვიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი