ზაალ ანჯაფარიძე დეგნანის განცხადებაზე: წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველა მსხვილი მედია გვარწმუნებდა რომ "ცხოვრება მშვენიერია" მაშინ საელჩოც ეთანხმებოდა ამას, სწორედ ეს შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და ამ ცვლილების დანახვა არ უნდა ელჩს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
493 25 მარტი 2023, 13:08
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომლის შეფასებითაც საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს.
ანალიტიკოსი იხსენებს როგორ მოქმედებდა ყველა მსხვილი მედია წინა ხელისუფლების დროს და რა ცვლილებები მოხდა 2012 წლის შემდეგ.
მისივე თქმით, სწორედ ამ ცვლილებების დანახვა არ სურს ამერიკის ელჩს.
„ელჩისვე სიტყვებს დავესესხები, "საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით." ზუსტად ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველა მსხვილი მედია სახკანცელარიიდან მიღებული ინსტრუქციებით, ერთი მიმართულებით გვარწმუნებდა რომ "ცხოვრება მშვენიერია" მაშინ საელჩოც ეთანხმებოდა ამას და იყო სიამტკბილობაში ნაცებთან სწორედ, ეს შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და ამ ცვლილების დანახვა არ უნდა ელჩს, და გასაგებია რატომაც. კი ბატონო, ვერ ვაიძულებთ, მაგრამ გვაქვს უფლება ვუთხრათ Please don't lie!“- წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი