დავით ქართველიშვილი: დღეს ლიბერალ-ფაშისტებს ახალი სახელი გამოუჩნდათ - ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე „დიმიტრი ჩიქოვანი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
631 25 მარტი 2023, 21:13
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

 „საქართველოს ერთ „საკონცენტრაციო ბანაკად“ გადაქცევის პერიოდში საზოგადოებაში შეიქმნა რამდენიმე „კრებსითი სახელი“, რომელიც ყველაზე კარგად ასახავდა იმდროინდელ რეჟიმს. მაგალითად: "ნუნუგინტური“ - ანუ, ნოტარიუსი, რომელიც ღამით თქვენს ქონებას რომელიმე VIP-ნაცის ან მისი ცოლის (საყვარლის) სახელზე გააფორმებდა. ან „რომანშამათავა“- რომელიც თქვენ ქმარს (შვილს, ძმას) კატარღით ზღვაში გაიყვანდა, თავში იარაღს ესროდა და ფეხებზე ბეტონ-მიმაგრებულს ფსკერზე გაუშვებდა. ან „თემურუბირია“ - რომელიც თქვენს ქმარს (შვილს, ძმას) მართალია, არ მოკლავდა, მაგრამ „გააქათამებდა“. ან კიდევ „მეგისქარდავა“ - რომელიც ამ „გაქათამებაზე“ ბრძანებებს იძლეოდა და ა.შ. საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთს, დასავლეთი ,,დემოკრატიის წინსვლას" უწოდებდა, ხოლო მის მთავარ შემოქმედ სააკაშვილს - „დემოკრატიის შუქურად“. 

მას შემდეგ, „საკონცენტრაციო ბანაკი“ თითქოს და „დაიხურა“, მაგრამ ვერშემდგარი ქართული „ნიურნბერგის“ პირობებში ჩვენს ქუჩებში, პარლამენტში, საჯარო სექტორში კვლავ დადიან ჯალათები, სადისტები, მკვლელები - რომლებსაც დასავლეთი სიყვარულით და პატივისცემით „ოპოზიციად“ და „დემოკრატებად“ მოიხსენიებს. დღეს „დაუსჯელობის სინდრომით“ ფრთაშესხმულები ისინი კვლავ დაგვდევენ ჩვენ, ჩვენს შვილებს. 

აიძულებენ ცნობად სახე-მანდილოსნებს ჯიბით „ელექტროშოკერების“ ტარებას, ხოლო ყოფილ დეპუტატებს - ახსენებენ მათ კონსტიტუციურ უფლებას, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე. დღეს ამ ლიბერალ-ფაშისტებს ახალი კრებსითი სახელი გამოუჩნდა: „დიმიტრიჩიქოვანი“ - ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე. სრულიად „შემთხვევით“ - მას დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა განასახიერებს. დუმს ომბუდსმენი, დუმს ჟურნალისტური „საძმო“, ხმას არ იღებენ ,,ფემიციდოლოგები" და რა თქმა უნდა - POS TV-ს ჟურნალისტ ბერიძე ნათია-ზე თავდასხმა არ შევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში. 

იმიტომ, რომ - ეს კრებსითი სახელები, მათ პირმშოებს წარმოადგენენ, ხოლო საკუთარ კონტინგენტს ესენი არა თუ არ ეხებიან, „უცხოური გავლენის შესახებ“ ქართული კანონპროექტის მაგალითისა არ იყოს - გაშმაგებულები, თუნდაც სისხლის ზღვრამდე იცავენ. მაგრამ, აი ამ ყველაფრის მიუხედავად - მათი დასასრული გარდაუვალია!!!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი