ზურაბ ქადაგიძე: მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ „ადამიანის უფლებების დაცვისთვის" - მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
611 26 მარტი 2023, 14:08
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას იხსენებს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ.

„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ - ეს ფრაზა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გირგვლიანის საქმეზე წერია.

გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ... 
თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე  Facebook-ზე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, ნორვეგიაში, დემოკრატიის პრიზით დაჯილდოვდა. ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის განცხადებით, ეს პრემია სააკაშვილს მიანიჭეს ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. პრიზის გადაცემის ცერემონიას დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი