გია აბაშიძე: სხვათა ქონების მიმტაცებელ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის აუქციონის პირობებით ჰქონდა ვალდებულება 3 დევნილ ოჯახისთვის სახლები გადაეცა და რა მორიგ ე.წ. ქველმოქმედებაზე აქვს პრეტენზია უტიფარ მამუკა ხაზარაძეს?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 27 მარტი 2023, 11:48

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მიერ დევნილებისთვის ნაჩუქარი ბინების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, მას ჰქონდა ვალდებულება, სამი ოჯახისთვის გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

მისი თქმით, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ წალენჯიხაში არსებული სახელმწიფო ქონების გაყიდვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც ვალდებულების სახით წერია, რომ შენობაში მცხოვრებ, 3 დევნილ ოჯახს მყიდველმა საცხოვრებელი სახლები უნდა გადასცეს. ეს ქონება შარლატანი მამუკა ხაზარაძის შპს-მ იყიდა და იქ მცხოვრებ დევნილებს სხვაგან უყიდა სახლები.

„ქართულ პოლიტიკაში საკმარისია ახსენო ნაცჯალათი, მყისიერად გვახსენდება ვანო მერაბიშვილი, ახალაიები, მეგის ქარდავა, ერეკლე კოდუა და სხვა მსგავსი ავაზაკები.
ბიუჯეტის ქურდზე - გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი & Co.
მოღალატეზე - „ქართული ოცნებიდან“ ანგარებით გაქცეული გიორგი გახარია და ამავე პარტიიდან გაპანღურებული სხვა ნაყარ-ნუყარი პოლიტიკანები.
თაღლითობის ნიშა კი მყარად დაიმკვიდრეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წარსულით და აწმყოთი. მომავალში არ მგონია, რომ შეიცვალონ.
წალენჯიხის „აღმშენებელმა“ ხაზარაძემ გვამცნო, რომ თურმე სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები აჩუქა.
ნაცრეჟიმის დროს სხვათა ქონების მიმტაცებელმა, ანაკლიის პორტის პროექტის არაერთგზის ჩამგდებმა, სერტიფიცირებულმა თაღლითმა მამუკა ხაზარაძემ, მისმა თანაკანტორელებმა [თანაპარტიელებმა] და მისმა უგვანო PR-გუნდმა არ იციან, რომ დოკუმენტები არ იწვის, მით უმეტეს ციფრულ ფორმატში.
რა მორიგ ე.წ. ქველმოქმედებაზე აქვს პრეტენზია უტიფარ მამუკა ხაზარაძეს?!
რეალობა ამგვარია - სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, მას ჰქონდა ვალდებულება, სამი ოჯახისთვის გადაეცა საცხოვრებელი ფართები. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ წალენჯიხაში არსებული სახელმწიფო ქონების გაყიდვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც ვალდებულების სახით წერია, რომ შენობაში მცხოვრებ, 3 დევნილ ოჯახს მყიდველმა საცხოვრებელი სახლები უნდა გადასცეს. ეს ქონება შარლატანი მამუკა ხაზარაძის შპს-მ იყიდა და იქ მცხოვრებ დევნილებს სხვაგან უყიდა სახლები.
და „ლელოს“ ე.წ. მესამე ძალის პრეტენზია მაინც აქვს?“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი