ზურაბ ქადაგიძე ხაზარაძეზე: ტიპი არის 21-ე საუკუნის „აღა გეორქა“... ჩარჩი, რომელიც ყველაფერში საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს იკმაყოფილებს და ბიზნესვალდებულებებს ქველმოქმედებად გვასაღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 27 მარტი 2023, 12:17
,,ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძემ სამ დევნილს ბინა აჩუქა.

,,ორი დღეა, მამუკა ხაზარაძე მოგვევლინა „ქველმოქმედად“. სამ დევნილს ბინა აჩუქაო, გაჰკივიან პარტ-მედიები თუ სააგენტოები...

არადა, გახსენდება ადამიანს, ხაზარაძის ბანკის მიერ, წლების განმავლობაში სახლებიდან გამოყრილი, ღია ცის ქვეშ დატოვებული, დაწიოკებული ოჯახები...
უცებ გაგიელვებს თავში, ნეტავ შეინანა და ადამიანურ საქმიანობას მიჰყო ხელი, როგორი მეტამორფოზაა?

თუმცა... ჰოი საოცრებავ, ხაზარაძის დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, აუქციონში მიიღო მონაწილეობა და დათქმული წესის მიხედვით, დაევალათ კონკრეტული დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა...

ჰოდა, ამ  ჩარჩმაც, ვალდებულებით გასაცემი ბინები, ქველმოქმედებად შემოგვასაღა. ზუსტად ისე, როგორც ანაკლიაში შემოჰყავდა ბრიტანელი ინვესტორები და ბოლოს ყაზახურ-რუსული კომპანიები აღმოჩნდნენ.

ტიპი არის 21-ე საუკუნის „აღა გეორქა“... ჩარჩი, რომელიც ყველაფერში საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს იკმაყოფილებს. ბიზნესვალდებულებებს ქველმოქმედებად გვასაღებს...

 „ლელო“ კი არ უნდა ერქვას „აღა გეორქას“ პარტიას, შპს „ქარვასლა“ მოუხდება , უფრო ავთენტური იქნება", - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი