თამთა მეგრელიშვილი: ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისთვის, შეფარულად, მათი ტვინის გამორეცხვის კარგი საშუალებაა - ამ ორგანიზაციის მართვის პრინციპები ძალიან ჰგავს მოძრაობა „კმარას“ ხელწერას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
636 30 მარტი 2023, 09:50
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ფრანკლინის კლუბის შესახებ წერს. როგორც ის აღნიშნავს, კლუბი მიმზიდველი სატყუარაა ახალგაზრდებისთვის. 

 „რა არის ფრანკლინის კლუბი?  ფრანკლინის კლუბი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია გაავრცელოს კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული იდეები საზოგადოებაში და შექმნას იდეოლოგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჯაჭვი სხვადასხვა ჯგუფის ინდივიდებისთვის.    რა არის ფრანკლინის მისია სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და პოლიტიკურ ცვლილებებში ჩართულობის გზით, წვლილი შეიტანოს კლასიკური ლიბერალიზმის, როგორც ძირითადი პოლიტიკური ძალის აღორძინებაში.  

 ერთი შეხედვით საინტერესო და ინტელექტუალი ახალგაზრდისთვის კარგი შეთავაზებაა, მაგრამ  სინამდვილეში ამ კარგად შეფუთული სახელის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ კონტურები ძალიან მკვეთრია.

 ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისთვის. შეფარულად, მათი ტვინის გამორეცხვის კარგი საშუალებაა. ამ ორგანიზაციის მართვის პრინციპები ძალიან ჰგავს მოძრაობა „კმარას“ ხელწერას. ეს ორგანიზაცია გათანამედროვებული აზრის პირდაპირი ფორმირების მანქანაა, სადაც მხოლოდ პოლიტიკურად მუშავდება არაერთი ახალგაზრდის ტვინი.  შედეგად ვიღებთ პოლიტიკურად აგრესიულ ახალგაზრდას, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური აზრისა და პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანის მიმღებლობა არ აქვს“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი