ლევან ნიკოლეიშვილი ერდოღანის განცხადებაზე: თუკი NATO-ს წევრი და ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე ქვეყანა ცდილობს ომში არ ჩაერთოს, საქართველოს იგივე ნაბიჯს, რატომ აღიქვამენ აგრესიულად და უარყოფითად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
505 30 მარტი 2023, 21:09

როგორ ფიქრობთ, თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს განცხადება: „ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ“, რით არის გამოწვეული სილაჩრით, შიშით თუ რეალურ საფრთხიდან გამომდინარე, მისი მტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებით? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ რეგიონის გამორჩეულ ლიდერს, თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს, თავის ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. არ და ვერ მივიღებ ვიღაცების „ბრძნულ“ კრიტიკას თურქეთში მისი მმართველობის ან თუნდაც საგარეო პოლიტიკის შესახებ. ყველას შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანა და მისი ლიდერი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული მეგობარი, სავაჭრო, ეკონომიკური პარტნიორი და საქართველოს უპირობო მხარდამჭერია ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ახლა კი მთავარი, როგორ ფიქრობთ, თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს განცხადება: „ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ, “ რით არის გამოწვეული სილაჩრით, შიშით თუ რეალურ საფრთხიდან გამომდინარე, მისი მტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებით? თურქეთის არმიის მოქმედი კომპონენტი 514 000 სამხედრო მოსამსახურესა და 378 000 რეზერვისტს ითვლის, გაწვევა სავალდებულოა, ჩვენ (საქართველოს!) მონაცემებს შეგნებულად არ ვიძახი, ერთს ვიტყვი მხოლოდ ჯარში წასვლაზე ლამის აკანკალებთ საქართველოში, რუსეთთან ომს კი ითხოვენ ოღონდ სხვის შვილების ხარჯზე, ასე რომ... აქვე მინდა ყველას შევახსენო, თუკი NATO-ს წევრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე ქვეყანა, ცდილობს ომში არ ჩაერთოს, საქართველოს იგივე ნაბიჯს, რატომ აღიქვამენ ასე აგრესიულად და უარყოფითად? იცით ამას რა ჰქვია? ამჯერად, თავს შევიკავებ და არ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ დარწმუნებული ვარ უჩემოდაც ბევრი სიტყვა გაგახსენდებათ“... - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი