გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ნაცაქტორებივით ეყრდნობა მხოლოდ შეთითხნილი ტყუილების ტირაჟირებას - ეს ავაზაკური გზავნილები დასავლეთის აუდიტორიის ომის პარტიისთვისაა განკუთვნილი და არანაირად ასახავს ობიექტურ რეალობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
536 31 მარტი 2023, 16:54
ეს არ იყო სახელმწიფოს ზეპარტიული მეთაურის კლასიკური 'სფიჩი'. ეს იყო მმართველი პარტიისადმი ჩივილების, უარგუმენტო დასმენების წერილის წაკითხვა, მოგონილი "ჭუჭყიანი სარეცხის" წარმოჩენა ელჩებისა და საერთაშორისო აქტორების წინაშე - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე წარდგა.

როგორც გია აბაშიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის თაობაზე, მორიგ ტყუილს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მისივე თქმით, ზურაბიშვილმა დაივიწყა რადიკალური ოპოზიციის მიერ ახლო წარსულში მისთვის მიყენებული მძიმე შეურაცხყოფები და მისი გზავნილები „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს ეხმიანება.

გარდა ამისა, აბაშიძე ზურაბიშვილს ახსენებს იმ ფაქტსაც, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე, იგი  პრეზიდენტის პოსტს ვერ მიიღებდა. 

„უფრო ვრცლად შევაფასებ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლას, რომელიც ისტორიაში დაიწერება როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო მის ბიოგრაფიაში. 
ეს არ იყო სახელმწიფოს ზეპარტიული მეთაურის კლასიკური 'სფიჩი'. ეს იყო მმართველი პარტიისადმი ჩივილების, უარგუმენტო დასმენების წერილის წაკითხვა, მოგონილი "ჭუჭყიანი სარეცხის" წარმოჩენა ელჩებისა და საერთაშორისო აქტორების წინაშე.
რაზე დაყრდნობით აკეთებს ზურაბიშვილი იმის თავხედურ თქმას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას? კონკრეტული მყარი მტკიცებულებები წარმოადგინა? არა! ის ნაცაქტორებივით ეყრდნობა მხოლოდ შეთითხნილი ტყუილების ტირაჟირებას. ეს ავაზაკური გზავნილები დასავლეთის აუდიტორიის ომის პარტიისთვისაა განკუთვნილი და არანაირად ასახავს ობიექტურ რეალობას. მსგავსი "მესიჯბოქსი" არაერთხელ მოგვისმენია ნაცსექტანტებისგან და მათი  მარიონეტებისგან.
სალომე ზურაბიშვილმა ვითომ ახალი პოლიტტექნოლოგიური საბურველი მოირგო და პოზიციონირებს ვითომ როგორც ანტინაცი და ამავდროულად, ვითომ ერთადერთი უნიკალური პროევროპელი მედროშე საქართველოში. მას და მის ანტურაჟს რატომღაც ავიწყდებათ, რომ სიღრმეებში ჩამსვლელი ანალიტიკოსებისთვის შინ და გარეთ, რომლებმაც იციან უახლესი ისტორიის ყველა ნიუანსი, ეს გზავნილი იაფფასიანი, უნიჭო ტრიუკია. 
უსაქციელო ზურაბიშვილს ისიც ავიწყდება, რომ ახლა ნაცსექტაში ვითომ მიღებულია, მაგრამ 2018-ში და შემდგომ მას პუტინის მონასა და კრემლის რეზიდენტს უწოდებდნენ, უბინძურეს ჭორებს უგორებდნენ. ეს რატომღაც დაივიწყა კონიუქტურის გამო. თუმცა, სადაც მოღალატე გახარია არსებობს საჯარო სივრცეში, იქ მადამ სალომეს უგვანო გზავნილები გასაკვირი არაა.
ხალხის სახელით გვესაუბრება პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ვერ/არ იმჩნევს, რომ საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია 0-ს ქვემოთ აქვს. მისმა ბუდუარულმა "პარტიამ", "საქართველოს გზამ" რამე არსებითი შეთავაზა პოლიტიკურ სპექტრს წარსულში? არა! მთაწმინდის მაჟორიტარობას, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობას მიაღწევდა "ქართული ოცნების" მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე? უცხადესია, არა! 
გაუფასურებულ პოლიტიკურ სუბიექტს, სალომე ზურაბიშვილს, უდიდესი ალბათობით, ერთადერთი რამ ამოძრავებს - 2024-ში, საპრეზიდენტო ვადის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში კარიერის საბოლოო ხეირი ნახოს როგორც ვითომ ნეიტრალურმა საქართველოს პოლიტიკიდან. ნუ მოტყუვდებით მისი ერთ-ერთი გზავნილით, რომ ასაკი არ უწყობს ხელს. 2024-ში 72-ის იქნება. დასავლეთში ასაკოვანი პოლიტაქტორები მრავლად არიან, CV-დან გამომდინარე სახელფასო დანამატებიც მსუყე ექნება.
ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება, ამბობდა შექსპირი. ჩემი შეფასებით კი, ყველაფერი ცუდია, რაც ცუდად დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს საქართველოში, რომლის შვილობასაც უტიფრად იჩემებს.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი