მთელი აპრილის თვე უნდა ვუსმინოთ, თუ როგორ დაალაგებს მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს რუსეთი - ჩვენს ოპოზიციას მივმართავ: როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
488 02 აპრილი 2023, 11:58
„ანუ, მთელი აპრილის თვე გაეროში სხდომებს ლავროვი ჩაატარებს? დასავლეთმა ის ვერ მოახერხა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა რუსეთისთვის არ გადაეცათ და რუსეთის დამარცხებას აპირებს?“ - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

მისი თქმით, მოვლენები ვითარდება სწორედ ისე, როგორც 2008 წლის ომის შემდეგ - ევროპა და დასავლეთი რუსეთს, სამაგალითოდ დასჯის ნაცვლად, სამაგალითოდ აძლიერებს.

„ანუ, მთელი აპრილის თვე გაეროში სხდომებს ლავროვი ჩაატარებს?

დასავლეთმა ის ვერ მოახერხა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა რუსეთისთვის არ გადაეცათ და რუსეთის დამარცხებას აპირებს?

არავინ დაიწყოს იმის მტკიცება, რომ როტაციით ეკუთვნოდა რუსეთს და ა.შ. 

ჩვენ რომ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი ევროპიდან, ისე ვის ეკუთვნოდა, მაგრამ განა მარტო არ მოგვცეს, მწარედ დაგვცინეს კიდეც. ვისაც ერევიან, გასდით. ვისთანაც ვერ გასდით  - აგერ, ფრიალებს რუსეთის დროშა ამაყად გაეროში.

მოკლედ, მთელი აპრილის თვე ლავროვს უნდა ვუსმინოთ, თუ როგორ დაალაგებს მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს რუსეთი. რა სასაცილოა, არა?!

როდემდე უნდა აცხოვროთ ამ სიყალბეში ხალხი?

განრისხებული ზელენსკი დღეს კი არის მართალი, მაგრამ ამაზე თავიდანვე უნდა ეფიქრა. გამოვიარეთ ჩვენ ეგ პერიოდი, ჩვენო უკრაინელო მეგობრებო. აგვისტოს ომის შემდეგ სამაგალითოდ რომ უნდა დაესაჯათ რუსეთი, სამაგალითოდ გააძლიერეს და გაზარდეს მისი კაპიტალი.

ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუკი უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ რუსეთი სამამულო, ეროვნული პროდუქციით, რაც მანამდე არ ჰქონდა, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ მოგვევლინოს. ამ ერთ წელიწადში ასეულ მილიარდობით დოლარი შევიდა რუსეთში სწორედ ამერიკიდან და ევროპიდან. 

ჩვენს „ჭკუათმყოფელ“ ქართულ ოპოზიციას კი  მივმართავ: როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი