რიკარდ იოზვიაკი: კანდიდატის სტატუსს სიმბოლური დატვირთვა აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
590 03 აპრილი 2023, 21:10
უნდა გვახსოვდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, საბოლოო ჯამში, არის სიმბოლური აქტი, ვინაიდან ბოსნიამაც მიიღო სტატუსი, თუმცა, მას ჰქონდა საკმაოდ ცუდი ანგარიში. მოკლედ, ეს პროცესი საკმაოდ სიმბოლურია, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა,  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სავარაუდოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ამის შემდეგ ქვეყანას ბევრი რეკომენდაციის შესრულება მოუწევს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცედურამდე მივიდეს. 

„საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, ეს ქვეყანა მიიღებს, მაგრამ მოგიწევთ ძალიან ბევრი ამოცანის და რეკომენდაციის შესრულება, რაც შემდგომ უკვე წაგიყვანთ გაწევრიანების მოლაპარაკებამდე.”- აღნიშნა იოზვიაკმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრობის სურვილს გამოთქვამს, ავტომატურად ენიჭება კანდიდატის სტატუსი.

“ამჟამად ჩვენ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად, კანდიდატის სტატუსს დაეკარგა თავისი ღირებულება, რადგანაც ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, ევროკავშირის წევრი იყოს, თითქმის ავტომატურად ენიჭება კანდიდატის სტატუსი.”- განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი