ირაკლი გოგავა - ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
826 05 აპრილი 2023, 22:46
ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა წერს.  

როგორც გოგავა აღნიშნავს, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია, 2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია. 

 „საქართველოს სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და პრობლემები აქვს. თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია. 2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია. ჩვენ არ გვახსოვს წინა ხელისუფლების "ჯიბის სასამართლოს" შემადგენლობიდან ვინმეს მიმართ სანქციები. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც არსებობდეს კორუფციის შემთხვევები, თუმცა ამის შესახებ ჩემს გარშემო საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით“, - წერს ირაკლი გოგავა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი