თამთა მეგრელიშვილი: მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
544 05 აპრილი 2023, 23:04
„მოსამართლეებისთვის ამერიკაში მათი არშეშვების გადაწყვეტილება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება,“- ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო მდივნის  ენტონი ბლინკენის განცხადებას. 

 როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ მიერ გამოჩენილი შერჩევითი "კანონიერების" მოდელი ხელყოფს ქართულ ინტერესებს. 

 „მოსამართლეებისათვის - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის სანქციების დაწესება, კერძოდ ამერიკაში მათი არშეშვების გადაწყვეტილება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება. მუქარიდან პირდაპირ საქმეზე გადასული დაუძინებელი მეგობრები არ ეგუებიან ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის არჩევანს- არ გვსურდეს მათთან ვასალური დამოკიდებულება და თავს ვარიდებდეთ პირდაპირ დავალებულ ომს. 

ვხედავთ, კანონის სახელით გვთხოვენ უკანონობას. ვხედავთ, დემოკრატიის სახელით გვთხოვენ მონურ მორჩილებას. დემოკრატია - დემოკრატიობანას თამაშია, როცა გარე ძალები პირდაპირ გავალებენ შეასრულო მათი დაკვეთა და მაგალითად: მიხეილ სააკაშვილს უწოდო უდანაშაულო და ბიძინა ივანიშვილი შერაცხო დამნაშავედ. დამნაშავეზე უდანაშაულოსა და უდანაშაულოზე დამნაშავის წოდების მათი ეს მოთხოვნა აყირავებს სამართლის აქამდე დამკვიდრებულ ყველა პრინციპს. ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ მიერ გამოჩენილი შერჩევითი "კანონიერების" მოდელი ხელყოფს ქართულ ინტერესებს. ომის იძულება, პოლიტიკურად გაუმართლებელი არაერთი დავალების შესრულების იძულება რეალურად ქმნის ომისთვის ყველა პირობას, მაგრამ ქართული სახელმწიფო დგას, დგას მედგრად და ყოველი მხრიდან შევიწროების მიუხედავად ინარჩუნებს პოლიტიკურ სიმწიფეს. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი