ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე: შესაძლოა, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, აშშ-ში ჩათვალეს, რომ სწორედ ახლაა კარგი დრო საქართველოში ხელისუფლების შეცვლის - ახლა ყველაფერი ჩვენს საზოგადოებაზეა დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
547 06 აპრილი 2023, 10:01

კონფრონტაციული პოლიტიკა სანქციებზე არ ჩერდება ხოლმე. შესაძლოა ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აშშ-ში ჩათვალეს, რომ სწორედ ახლაა კარგი დრო საქართველოში ხელისუფლების შეცვლის, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციის დაწესება, ამერიკის მიერ საქართველოსთან კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასაც მმართველი გუნდის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქმედება, დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევის პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენს. ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ახლა საზოგადოებაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა აშშ-ის სურვილს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

„რამდენად შეისმენენ, ან გაითვალისწინებენ ამ განცხადებას ვაშინგტონში, დრო გვაჩვენებს.
მე ვფიქრობ, რომ ქართველი მოსამართლეების სანქცირებით, აშშ-მ ახალი ფურცელი გახსნა საქართველოსთან ურთიერთობაში, რაც ჩემი აზრით არის კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
კონფრონტაციული პოლიტიკა კი სანქციებზე არ ჩერდება ხოლმე. შესაძლოა ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აშშ-ში ჩათვალეს, რომ სწორედ ახლაა კარგი დრო საქართველოში ხელისუფლების შეცვლის.
ახლა ყველაფერი ჩვენს საზოგადოებაზეა დამოკიდებული“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი