9 აპრილს, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას აპირებენ - ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
568 06 აპრილი 2023, 15:32
იცით სად გადის თავხედობისა და ცინიზმის წყალგამყოფი თავისუფალ ქართველებსა და ლაქიებს შორის? დიახ, 9 აპრილზე - იმ დღეზე, რომელიც თავის ტრაგიკულობასთან ერთად, უდიდესი სიამაყისა და ზეიმის სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა „დავითმა“ შიშველი ხელებით მონსტრი - „გოლიათი“ დაამარცხოს, თუნდაც პატარა ბიჭებისა და გოგონების, მათი მამებისა და ბებიების მსხვერპლის ფასად, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი საბჭოთა მონსტრი დაამარცხოს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

მისივე თქმით, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები აპირებენ, 9 აპრილს, საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსები გამართონ.

„დღეს კვლავ გვითენდება მორიგი 9 აპრილი. დღეს მორიგ მონსტრს, მორიგ იმპერიას - „გლობალური ომის პარტიის“ სახით - იმ 9 აპრილის, იმ დახოცილი ბავშვების, მამებისა და ბებიების მონაპოვრის ფეხქვეშ გათელვა სურს, და, ამ მიზნით, ქართველებისთვის ამ საკრალურ და წმინდა ადგილას, თავისი აგენტებისა და ლაქიების შაბაშის მოწყობა განიზრახეს. იმ ლაქიების, რომლებსაც ყოველ წელს 9 აპრილის მემორიალზე აღმართული ჯვრის ჩამოხსნა სურთ, მაგრამ შიში ოხერია, ვერ ბედავენ.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 1989 წლის შემდგომ წლებში, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ყვავილებით ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ რუსეთის ოფიცრები იკრიბებოდნენ და საქართველოს მომავალზე მიტინგებს მართავდნენ? 2023 წლის 9 აპრილს ამ იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები - ნეოიმპერიალისტებისა და ნეოკოლინიზატორების ლაქიები აპირებენ საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა.

ცალ ფეხზე და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფი ქართველი 9 აპრილს, ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების მემორიალთან, ჯერ არავის უნახავს“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი