აკერმანის გარდაცვალების მერე ახალი ტრენერი მოიძებნა, უფრო აგრესიული და რადიკალური მოქმედების სპეციალისტი, რომელიც "ფრანკლინის კლუბის" დატრენინგებაში მონაწილეობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
597 06 აპრილი 2023, 17:56
„საქართველოს სასამართლო სისტემაზე ჯერ არნახული შეტევის და  ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის  კლასიკური მაგალითის, მოსამართლეებზე სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა აშშ-ს მოქალაქის, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის არ შემოშვებაც იყოს,“-ამის შესახებ წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.


ბოჟაძე აღნიშნავს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, იცავს მშვიდობას და მტრები მიზანს ვერც ახლა და ვერც ვერასდროს მიაღწევენ!


 ,,ბაკურიანის შეკრებას" უკვალოდ არ ჩაუვლია, სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის  ტრენინგები გაიარეს პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ახალგაზრდებმა, შედეგად სულ უფრო აგრესიული და რადიკალური გახდა ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციები,  პიკეტები, ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, სოციალურ ქსელებში და მედიაში იმატა სიძულვილის ენამ, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებამ, გაიზარდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ,,ბულინგმა და შეურაცხყოფამ, გაღრმავდა პოლარიზაცია. სამწუხაროდ ამ პროცესის ორგანიზებას ახდენდნენ და აფინანსებდნენ ამერიკული ორგანიზაციები. აკერმანის გარდაცვალების მერე ახალი ტრენერი მოიძებნა, უფრო აგრესიული და რადიკალური მოქმედების სპეციალისტი ჯეიმსონ მარშალ ქომინსი, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტი, რომელიც მარტის აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა თბილისში. ქომინსი უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის "ფრანკლინის კლუბის" წარმომადგენლების დატრენინგებაში, გარდა ამისა მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა “ილიაუნის“ პროფესორთან,   გიორგი მელაძესთან, რომელიც გახლავთ სტუდენტური მოძრაობა “ჯიუტების“ დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია აქტიურად  მონაწილეობდა 7-8 მარტს, თბილისში განვითარებულ პროცესებში. სწორედ ჯეიმსონ მარშალ ქომინსისგან იღებდა მითითებებს, თუ როგორ უნდა ემოქმედა ორგანიზაციას და ახალგაზრდებს  აქციების დროს. მარტის აქციები იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და რადიკალური, პირველად  სწორედ აქ იქნა გამოყენებული ,,მოლოტოვის კოქტეილები", აქ დაწვეს პოლიციის მანქანები და ცოცხლად დაწვა დაუპირეს პოლიციელებს!
საქართველოს სასამართლო სისტემაზე ჯერ არნახული შეტევის და  ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის  კლასიკური მაგალითის, მოსამართლეებზე სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა აშშ-ს მოქალაქის, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის არ შემოშვებაც იყოს. 
სამწუხაროა, რომ 32 წლიანი მეგობრობის ფონზე, ამერიკა ღიად ცდილობს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი რადიკალური ჯგუფების ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას.
საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, იცავს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ახლა ყველაზე მთავარი და მტრები მიზანს ვერც ახლა და ვერც ვერასდროს მიაღწევენ!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი