ვლადიმერ ბოჟაძე: დავით კეზერაშვილმა, რომელმაც საქართველოში უამრავ ბიზნესმენს წაართვა ქონება, ციხეში გამოკეტვის მუქარით მისთვის ქონების გადაფორმებას აიძულებდა, უკვე საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
509 12 აპრილი 2023, 12:38
დავით კეზერაშვილმა, რომელმაც საქართველოში უამრავ ბიზნესმენს წაართვა ქონება, ციხეში გამოკეტვის მუქარით აიძულებდა მისთვის ქონების გადაფორმებას, უკვე საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემაა გაშიფრული, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.



როგორც ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, ვინ არის დავით კეზერაშვილი და რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. ბოჟაძის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოპარული ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა მედიასაშუალებას, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ქვეყნის განვითარების და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ დაკვეთებს. 



„საქართველოს ბიუჯეტის ქურდის, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებლის, რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ოლიგარქი დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემების, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-მ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა. დავით კეზერაშვილი რომელმაც საქართველოში უამრავ ბიზნესმენს წაართვა ქონება, ციხეში გამოკეტვის მუქარით აიძულებდა მისთვის ქონების გადაფორმებას, უკვე საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა: მისი კომპანიები ლონდონსა და კიევში ფიგურირებენ ევროკავშირის ათასობით მოქალაქის კუთვნილი თანხების მითვისების სქემაში, იყენებდნენ მისი მართვის ქვეშ მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილ ელექტრონულ პლათფორმებს. აი, ასეთი ,,სახელოვანი" თაღლითი და ნაცმოძრაობის ელიტური კორუფციის სიმბოლოა დღეს რადიკალური ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, მოპარული ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს,  არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელევიზიებს და სხვა მედია საშუალებებს, დიახ დავით კეზერაშვილის ჯიბეს არიან მიჯაჭვულები ე.წ. ,,პროდასავლური ძალები", უსიტყვოდ  ასრულებენ მის დაკვეთებს და ებრძვიან ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას! საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი კეზერაშვილი, რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, როგორც ცდილობს ნაცმოძრაობა ნებისმიერი გზით, მათ შორის სისხლიანი რევოლუციით ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ როცა მათი ლიდერის შესახებ მტკიცებულებას BBC-იც კი აქვეყნებს, უფრო მარტივია დასკვნების გაკეთებაც და 2024 წლის არჩვენებზე გადაწყვეტილების მიღებაც!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი