გია გაბრიჭიძე კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ: უკეთესია ინტერვიუ მისცე შენს კუთვნილ მედიას, რომელსაც რასაც გინდა იმას ათქმევინებ, ვიდრე BBC-ს, რა იცი რას გკითხავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
574 12 აპრილი 2023, 12:42

„ე.წ. „ქოლ ცენტრების“ არალეგალური ბიზნესის ფლობის შესახებ ინტერვიუში კეზერაშვილმა ბრალდებები უარყო და მას „აბსურდი“ უწოდა. ამის საპირისპიროა BBC-ს გამოძიება, რომელმაც გადახედა პანამის დოკუმენტები და ნახა, რომ კეზერაშვილი მშობელ კომპანიებში დამფუძნებელია ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, BBC-მ შეძლო ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა.

„საკმაოდ საინტერესოა დავით კეზერაშვილის იმ ინტერვიუს, რომელიც 2 აპრილს საკუთარ ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს მისცა შედარება BBC-ს სკანდალური გამოძიებასთან, რომელიც მანამდე შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter-მა და სხვებმა გამოიძიეს.
ე.წ. „ქოლ ცენტრების“ არალეგალური ბიზნესის ფლობის შესახებ ინტერვიუში კეზერაშვილმა ბრალდებები უარყო და მას „აბსურდი“ უწოდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, იგი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მიმართულებით საქმიანობს, თუმცა კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს, რადგანაც მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები „ცდილობენ პრობლემების შექმნას“.
ამის საპირისპიროა BBC-ს გამოძიება, რომელმაც გადახედა პანამის დოკუმენტები და ნახა, რომ კეზერაშვილი მშობელ კომპანიებში დამფუძნებელია ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი.
„როდესაც საქმე მილტონის ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში.
მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.
კეზერაშვილი ხშირად ავრცელებს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად“.
BBC-მ შეძლო ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა.
BBC-მ იპოვა კეზერაშვილის ლონდონის 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე და ინტერვიუ სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
რა თქმა უნდა უკეთესია ინტერვიუ მისცე შენს კუთვნილ მედიას, რომელსაც რასაც გინდა იმას ათქმევინებ, ვიდრე BBC-ს. რა იცი რას გკითხავენ“- წერს გია გაბრიჭიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი