ანდრია გვიდიანი კეზერაშვილზე - ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე. ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არაფერს იმჩნევენ, თითქოს არაფერი მომხდარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
617 12 აპრილი 2023, 13:25
ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არც არაფერს იმჩნევენ, არც არაფრის რცხვენიათ - თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, მისი ნაყიდი არარაობები თავხედურადად ცდილობენ, ქურდი კეზერაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ბიზნესმენად შეასაღონ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის რეპორტაჟს.
გვიდიანის თქმით, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა უკვე საერთაშორისო დონეზე დაადასტურა რას წარმოადგენს კეზერაშვილი.
„BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა უკვე საერთაშორისო დონეზე დაადასტურა რას წარმოადგენს კეზერაშვილი. ამ სუბიექტმა ჯერ ქართული ბიზნესები დაატერორა, შემდეგ ქართული ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელი პენსიონერების გატყავებით არის დაკავებული. ეს პიჯაკში გამოწყობილი აღზევებული მდაბიო არის საერთაშორისოდ დადასტურებული კრიმინალი. ის აფინანსებს ქართულ ოპოზიციას, მედიას, ეგრეთწოდებულ სამოქალაქო სექტორს და ყველას, ვინც ამ ქვეყნის ჯანჯღარისგან სიამოვნებას იღებს. შესაბამისად, ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არც არაფერს იმჩნევენ, არც არაფრის რცხვენიათ - თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, მისი ნაყიდი არარაობები თავხედურადად ცდილობენ, ქურდი კეზერაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ბიზნესმენად შეასაღონ. P.S. - საინტერესოა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვისაც ოდნავ მაინც შეაწუხებს მორალი და გაემიჯნება ამ ინფუზორიას“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი