გია აბაშიძე: BBC-ის მიერ სერტიფიცირებული "Mr Offshore", იგივე სუპერთაღლითის, დ.კეზერაშვილის გამართლების უსუსური მცდელობები კიდევ უფრო ადეგრადირებს მის მარიონეტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
670 14 აპრილი 2023, 17:29
დავით კეზერაშვილს გაემიჯნება ყველა აქტორი, ვინც არაა მის ბინძურ დოტაციაზე, ხოლო ვინც რჩება მისი "გათეთრების" სხვადასხვა უბადრუკი გზავნილებით, იმის მორალურ-ზნეობრივ მხარეზე კომენტარიც კი ზედმეტია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

 ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ყველა ვინც რჩება დავით კეზერაშვილის "გათეთრების" სხვადასხვა უბადრუკი გზავნილებით, იმის მორალურ-ზნეობრივ მხარეზე კომენტარიც კი ზედმეტია.

“BBC-ის მიერ სერტიფიცირებული "Mr Offshore", იგივე სუპერთაღლითის, დ.კეზერაშვილის გამართლების უსუსური მცდელობები კიდევ უფრო ადეგრადირებს მის მარიონეტებს. ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების ორკესტრირებულ მძარცველს, დავით კეზერაშვილს გაემიჯნება ყველა აქტორი, ვინც არაა მის ბინძურ დოტაციაზე. ხოლო ვინც რჩება მისი "გათეთრების" სხვადასხვა უბადრუკი გზავნილებით, იმის მორალურ-ზნეობრივ მხარეზე კომენტარიც კი ზედმეტია. 

 ასევე უსუსურია იმის მტკიცება, რომ თითქოს ეს ხელისუფლება მფარველობდა ("კრიშავდა") კეზერაშვილის კრიმინალურ სინდიკატს საქართველოში. გაუთვითცნობიერებულებს და მეტწილად, მყარი ფაქტების დაუნახავებს, შევახსენებ, რომ ქართველი სამართალდამცველნი მონაწილეობენ ევროკავშირის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) შესაბამის კოორდინირებულ საგამოძიებო მოქმედებებში. ყოველგვარი ინსინუაცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კრიმინალური ქოლ-ცენტრების ხელშეწყობაზე ავტომატურად უდრის უვიც 'ნოდარმელაძეობას,” - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი