ზურაბ ქადაგიძე: გამარგინალებული ქართული ოპოზიციის მარჩენალი კეზერაშვილის სრული ლუსტრაციით, ჩვენი პოლიტიკანები ფსკერისკენ დაეშვნენ და აჰა, მაშველი რგოლიც გადაუგდო ლავროვმა - მოეჭიდეთ, თქვე წყალწაღებულებო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
600 14 აპრილი 2023, 18:05
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითური ქსელის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. 

 ზურაბ ქადაგიძის თქმით, ამ გამოძიებამ სულ ცოტა უხერხულობა უნდა შეუქმნას იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც კეზერაშვილს პოლიტიკურ დევნილს უწოდებდნენ. 

 „ყველა გზა, რომ კეზერაშვილთან მიდიოდა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცოდა, თუმცა, ერთი დეტალი მინდა შეგახსენოთ იმ ბინძური კამპანიიდან, რასაც გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებდა: შარშან, ევროდეპუტატების ერთ მიმართვაში, კეზერაშვილი მოხსენიებულია როგორც დევნილი, ჩაგრული მედია-მენეჯერი. 

 ჰოდა, რა მაინტერესებს, იცით? იოტისოდენა სირცხვილის გრძნობა მაინც თუ ეუფლებათ იმ დეპუტატებს, ვინც საერთაშორისო თაღლითსა და უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ მაქინატორს „პოლიტიკურ დევნილად“ გვასაღებდნენ? კუბილიუსი, ფოტიგა, კრამონი, იუკნევიჩიენე და ძმანი მისნი, რომლებიც ხელაღებით გვიმტკიცებდნენ კეზერაშვილის მედიამენეჯერობას, რეზოლუციებს უძღვნიდნენ და ამით პოლიტიკურ სარჩულს უკერავდნენ საერთაშორისო თაღლითს, არანაკლებ დამნაშავეები არიან საერთაშორისო პოლიტიკური სპეკულაციების გამო, ვიდრე კეზერაშვილი, რომელმაც უშუალოდ დანაშაული ჩაიდინა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი