ქართველი ხალხის მძარცველი კეზერაშვილი „მოსულა“, ხოლო ევროპელი პენსიონერების ფულით მოსარგებლე - დამნაშავე აღმოჩნდა იმ „გამიჯნული“ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელგამოწვდილნი ელოდნენ მის მიერ გადმოგდებულ ულუფას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 15 აპრილი 2023, 19:54

არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის „გამიჯნული“ ნაწილი წლების განმავლობაში იღებდა ფულს კეზერაშვილისგან მიუხედავად მისი წარსულისა. ახლა კი, როდესაც BBC-ის გამოძიების საფუძველზე გამოაშკარავდა ამ პიროვნების თანამონაწილეობა ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში, გაემიჯნნენ და დამნაშავედ ცნეს, რასაც ზურაბ ქადაგიძე დიდ ანომალიად მიიჩნევს.

„ლიბერალიზმი ქართულად“

„TV ფორმულა“, მედია-აქტორები, სოც-პლატფორმები, პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც იდიოტურად ცდილობენ, კეზერაშვილი „გაათეთრონ“, ცალკე ანომალიაა. თუმცა საზოგადოებამ მათი სინდისთან კომპრომისი ადრეც იცოდა და გასაკვირი არ აღმოჩნდა, რომ ლიმიტირებული მორალური სტანდარტი მათთვის იმ ზღვრამდე მოქმედებს, რომ „რასაც ფულით ვერ იყიდი, იყიდი უფრო დიდი ფულით“.

თუმცა ზემოხსენებულ „გამპრავებლებზე“ დიდი ანომალია და ნაძირალობა იმ ადამიანების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების განცხადებებია, რომლებიც მას შემდეგ აღშფოთდნენ კეზერაშვილის დანაშაულით, რაც BBC-ის სიუჟეტს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.

არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა.

ესე იგი ქართული ჯარის ძარცვით, ქართული ბიზნესის რეკეტითა და ქართული საზოგადოების შანტაჟით გამდიდრებული კეზერაშვილი „მოსულა“ და ევროპელი პენსიონერების ფულით მოსარგებლე - დამნაშავე აღმოჩნდა?!

„გამიჯნულებიცა“ და „გამპრავებლებიც“ ანომალიური, ქართული ფესვდო ლიბერალიზმის სოციალური პროდუქტია, რომელიც ნაც-რეჟიმმა შექმნა და წლებია, პარაზიტულად საზრდოობს საზოგადოებაში, ცხოვრობს და მახინჯი ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.

საბედნიეროდ, ქართველი ხალხი იმაზე მეტად ინფორმირებული და ბრძენია, ვიდრე ამ პარაზიტებს წარმოუდგენიათ.

ვერც „გაემიჯნებით“ და ვერც „გააპრავებთ“ თქვენს მამა-მარჩენალს, პარაზიტებო! - წერს ზურაბ ქადაგიძე.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი