თამარ ჩიბურდანიძე: "სააღდგომო ეპისტოლე ამჯერადაც თანამედროვეობის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს პასუხობს და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს  სწორ გზას, საითაც უნდა ვიაროთ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 16 აპრილი 2023, 14:25
"თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც   გვაწუხებს  ჩვენ და საზოგადოებას. 
დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს  და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები", - ასე გამოეხმაურა უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ის პირად გვერდზე. 

მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის მიგვითითებს იმაზე, რომ ეკლესია და პოლიტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. 

"საქართველოს არსებობის მანძილზე,
ქვეყნის მართვა ყოველთვის ხდებოდა ეკლესიისა და ხელისუფალთა ერთობლივი ძალისხმევით, რწმენისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუბით. 
ამჯერადაც ასეა. თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც   გვაწუხებს  ჩვენ და საზოგადოებას. 
დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს  და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები. არ მოეწონებოდათ  იმ განწყობებისა და ხედვების თანხვედრა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილსა და ქართულ ეკლესიაშია. ქვეყანა უმრავლესობით იმართება. საბედნიეროდ, მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიის მრევლია და მათთვის მისაღებია ეპისტოლეს ყოველი სიტყვა. 
ეკლესია სულიერების მმართველია, რომელიც  სახელმწიფოებრიობის საყრდენია. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ამჯერადაც თანამედროვეობის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს პასუხობს და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს  სწორ გზას, საითაც უნდა ვიაროთ", - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი