გია გაბრიჭიძე: დავით კეზერაშვილმა რა „ილეთიც“ არ უნდა გაიმეოროს, ის ხალხი ვინც წილის მფლობელი იქნება, ავტომატურად გახდება ქართული ჯარისა და გერმანელი პენსიონერების ძარცვით შეძენილი ქონების თანამფლობელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
669 18 აპრილი 2023, 16:25

2017 წლის 25 მარტს დაახლოებით მსგავსი „ფოკუსი“ ჩაატარა ნიკა გვარამიამ, რომელმაც შექმნა შპს „რუსთავი 2 ჩემია“ – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, დავით კეზერაშვილსაც აქვს გათვლა, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ წარმოჩინდეს, როგორც ჟურნალისტთა მფლობელობაში არსებული მედია საშუალება და კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარების შემთხვევაში ატყდეს საერთაშორისო მასშტაბის კივილ-წივილი "სახელმწიფო ჟურნალისტებს თავს ესხმის და ქონებას ართმევსო".

„დავით კეზერაშვილი - უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს.
2017 წლის 25 მარტს დაახლოებით მსგავსი „ფოკუსი“ ჩაატარა ნიკა გვარამიამ, რომელმაც შექმნა შპს „რუსთავი 2 ჩემია“ მას შემდეგ, რაც ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტვ საქართველოს 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ. (ტელეკომპანია საქართველო, თავის მხრივ, ფლობდა 51% - ს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში).
ჩატარდა კრება, რომელიც ტელევიზიით გადიოდა. წილები დიდი ზარ-ზეიმით, 40 სუბიექტზე გადანაწილდა. შემდეგ რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. რეალურად კი იქ რაიმე ქონებაზე არც იყო საუბარი, უბრალოდ იფიქრეს, რომ ამ ტრიუკის ჩატარების შემდეგ რუსთავი 2 წარმოჩინდებოდა, როგორც ჟურნალისტთა მფლობელობაში არსებული მედია საშუალება და კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარების შემთხვევაში ატყდებოდა საერთაშორისო მასშტაბის კივილ-წივილი "სახელმწიფო ჟურნალისტებს თავს ესხმის და ქონებას ართმევსო". სავარაუდოდ კეზერაშვილიც ამ ილეთის გამეორებას აპირებს, ხოლო ის ხალხი, ვინც იმ წილის მფლობელი გახდება ავტომატურად იქნება ქართული ჯარისა და გერმანელი პენსიონერების ძარცვით შეძენილი ქონების თანამფლობელი.“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი